https://sputnik-georgia.com/20210826/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-26-agvisto-258575446.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 აგვისტო
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 აგვისტო
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 26.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-26T00:15+0400
2021-08-26T00:15+0400
2021-08-26T00:15+0400
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/13/249242591_406:383:2976:1829_1920x0_80_0_0_bcb93773e9cd17df450cd11f8ac595b7.jpg
დღეს 2021 წლის 26 აგვისტოა, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.განსაკუთრებით კარგი დღეა რომანტიკისა და სიყვარულისთვის. წინა პლანზეა კაშკაშა ემოციები, რომლებიც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე შთაბეჭდილების მოხდენაში გვეხმარება. ამასთან, ინტუიცია სათანადო სიმაღლეზეა. გაიოლებულია ახალი ინფორმაციის აღქმა, სწავლა, არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება. მოჭარბებული ემოციების გამო არცთუ ხელსაყრელი დღეა ბიზნესისა და მუშაობისთვის.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 აგვისტო>>ვერძი: თავშეკავებულობით ნამდვილად არ გამოირჩევით. თავშეკავების მცდელობა ნამდვილად არ გაწყენთ, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს არ გამოგივათ. გარშემომყოფებს შეიძლება უამრავი ცუდი რამ უთხრათ, შეიძინოთ მტრები, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ პირიქით მოხდეს – გადაერთოთ პოზიტივზე და ახალი მეგობრები შეიძინოთ. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი ემოციები და ამ ემოციებ9ის გამოხატვის სურვილი ძალიან ძლიერია.კურო: გული იქით გაგიწევთ, სადაც ბევრი ხალხი და მხიარულებაა. ამავე დროს, ემოციებისგან დაცლის სურვილი არ გაქვთ, უბრალოდ, გსიამოვნებთ მხიარულ კომპანიაში უზრუნველად ყოფნა. რადგანაც ვარსკვლავები დღეს რამე გრანდიოზულისა და მნიშვნელოვანის გაკეთებისკენ არ გიბიძგებენ, რატომაც არ უნდა დატკბეთ იმით, რაც ესოდენ დიდ სიამოვნებას განიჭებთ?ტყუპი: დღეს თქვენი მოქმედებები არ იქნება დამძიმებული პირობითობებისა და ზნეობრიობის ზედმეტი ჩარჩოებით. შეიძლება მოგეჩვენოთ კიდეც, რომ ამ ყველაფერზე მაღლა დგახართ. გარშემომყოფებს კი ამასთან დაკავშირებით სულ სხვა წარმოდგენა შეიძლება შეექმნათ – თქვენი თავისუფალი საქციელისგან გამომდინარე არცთუ სახარბიელო დასკვნები გამოიტანონ. იფრთხილეთ ცნობისწადილთან მიმართებით – ამან შეიძლება ძალიან შორს წაგიყვანოთ.კირჩხიბი: დღეს თქვენი ემოციები ცენებებს „უნდა“ და „მინდა“ შორის იმერყევებს. ერთი მხრივ, დაგროვებული საქმეები მოითხოვს თქვენს მოქმედებებს, მეორე მხრივ კი გინდათ რუტინას გაექცეთ და რამე საინტერესო გააკეთოთ. ორჭოფობაში რომ არ გაატაროთ მთელი დღე, ისეთი საქმე იპოვეთ, სადაც სასარგებლოს სასიამოვნოს შეუთავსებთ, ან ისე დაგეგმეთ დღე, რომ დრო ორივე საქმიანობისთვის გეყოთ.ლომი: დღეს სულ სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან მოგიწევთ ურთიერთობები. შესაძლებელია ახალი საინტერესო ნაცნობობა ან შეხვედრები, რომლებიც თქვენს გეგმებს შეცვლის. და მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები გრანდიოზულ ცვლილებებს არ გპირდებიან, დღე მაინც ძალზე მრავალფეროვანი იქნება ახალი მოვლენებითა და შთაბეჭდილებებით. კარგი იქნება, თუ მცირე მოგზაურობას მოაწყობთ, თუნდაც ქალაქგარეთ.ქალწული: დღის წესრიგშია კამათი, ჩხუბი და სხვადასხვა სახის ურთიერთობების გამორკვევა. სამწუხაროდ, დღეს სხვა არაფრის განწყობა არა გაქვთ. ჩხუბისა და კამათის რაოდენობა კი იმდენი იქნება, რამდენიც ურთიერთობა და საუბარი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს აჯობებს, თუ გარშემომყოფებთან კონტაქტებს მაქსიმალურად გაწყვეტთ, ან თუნდაც მოთმინების ყველა რესურსს მოუხმობთ.სასწორი: თქვენი ფიქრები მთლიანად შორეულ მოგზაურობაზეა გადართული. ეცადეთ, ეს სწრაფვა და ოცნება ხელმძღვანელობასთან არ გამოამჟღავნოთ – ისინი ამას ვერ გაიგებენ. მაგრამ არც ამ სურვილისთვის წინააღმდეგობის გაწევა ივარგებს. აჯობებს, თუ დღეს საოცნებო მოგზაურობის დაგეგმვაზე იზრუნებთ. ურთიერთობები ადამიანებთან არაერთგვაროვანი იქნება. მოერიდეთ საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანებთან ურთიერთობებს.მორიელი: საინფორმაციო შიმშილი დღეს არ გემუქრებათ. რისკავთ, რომ ინტრიგების, ჭორებისა და სხვადასხვა გავრცელებული ხმების მორევში გადაეშვათ. ისე, რომ თავადაც ვერ შეამჩნევთ ამას, შეიძლება დაუზუსტებელი ინფორმაციის გამავრცელებელი გახდეთ. ეცადეთ, იფრთხილოთ და ინფორმაცია დაჟინებით–მტკიცებითი ფორმით მაინც არ მიაწოდოთ. ამას გარშემომყოფებთან ურთიერთობების გართულება შეიძლება მოჰყვეს.მშვილდოსანი: დღეს ძალიან წაგადგებათ საზოგადოებაში ყოფნა, იქ, სადაც თუ საზოგადოების ნაღები არა, გემოვნებიანი და სტატუსის მქონე ადამიანები მაინც იკრიბებიან. სწორედ ასეთ ადგილებში (მაგალითად, გამოფენა, ფუილმის პრემიერა, კლუბი) გაქვთ შანსი, რომ გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს შემდგომ ბედზე ძალიან კარგ გავლენას მოახდენს. იღბლიანი დღე გელოდებათ, ასე რომ პასიურობა არ გარგებთ, იაქტიურეთ.თხის რქა: დღეს ძალიან გჭირდებათ თვითკონტროლი. გაზრდილია ემოციურობა, რის გამოც შეიძლება რაღაც აკვიატებული მოთხოვნილებები გაგიჩნდეთ (მაგალითად, გავლენის სფეროს გაზრდა), გიბიძგოთ საშიში ნაბიჯის გადადგმისკენ. არაა გამორიცხული, რომ ყოველივე ამის გამო თქვენი ხასიათის მძიმე თვისებები გამოვლინდეს, აღმოჩნდეთ ტირანის როლში ან თქვენზე განხორციელდეს ზეწოლა. კარგი იქნება, თუ ახალ საქმეს არ წამოიწყებთ.მერწყული: დღეს შეგიძლიათ, ყველაფრიდან დამატებითი შესაძლებლობა მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს უნარი მაქსიმალურად გამოიყენოთ და არ დათრგუნოთ მისწრაფებები, რომლებიც როგორც წამიერად ჩნდება, ისე სწრაფადვე ქრება და მოცემული შანსი შეიძლება აღარ გამეორდეს. რამე საქმის ნულიდან დასაწყებად საუკეთესო დრო არ არის. იფრთხილეთ – დღეს სათავგადასავლო რბოლაში ფარული საშიშროებები იმალება.თევზები: კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრების, სიყვარულისთვის. საყვარელ ადამიანთან რთულ თემებზე საუბარს უნდა მოერიდოთ. სერიოზული საუბარი სამომავლოდ გადადეთ. არასასურველი დღეა ინვესტიციებისა და სხვადასხვა ნივთის ყიდვისთვის. შესაძლებელია თანხის მიღება მოულოდნელად. მთლიანობაში მშვიდი დღე გელოდებათ. საღამო სწავლისა და სასარგებლო ინფორმაციების მიღებისთვის გამოიყენეთ.
https://sputnik-georgia.com/20210823/zodiaqos-yvelaze-konfliqturi-niSnebi-top-xuTeuli-252648340.html
https://sputnik-georgia.com/20200918/zodiaqos-xuTi-niSani-romlebic-advilad-uyvardebaT-249463213.html
https://sputnik-georgia.com/20181009/mtroba-zodiacos-niSnebs-Soris-242411847.html
https://sputnik-georgia.com/20210618/intimuri-SeTavsebadoba-zodiaqos-niSnebs-Soris-252045136.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/13/249242591_269:323:2277:1829_1920x0_80_0_0_6dab01e15b1b1c6eccb87d6cd56cdc63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 აგვისტო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 26 აგვისტოა, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
განსაკუთრებით კარგი დღეა რომანტიკისა და სიყვარულისთვის. წინა პლანზეა კაშკაშა ემოციები, რომლებიც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე შთაბეჭდილების მოხდენაში გვეხმარება. ამასთან, ინტუიცია სათანადო სიმაღლეზეა. გაიოლებულია ახალი ინფორმაციის აღქმა, სწავლა, არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება. მოჭარბებული ემოციების გამო არცთუ ხელსაყრელი დღეა ბიზნესისა და მუშაობისთვის.
ვერძი: თავშეკავებულობით ნამდვილად არ გამოირჩევით. თავშეკავების მცდელობა ნამდვილად არ გაწყენთ, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს არ გამოგივათ. გარშემომყოფებს შეიძლება უამრავი ცუდი რამ უთხრათ, შეიძინოთ მტრები, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ პირიქით მოხდეს – გადაერთოთ პოზიტივზე და ახალი მეგობრები შეიძინოთ. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი ემოციები და ამ ემოციებ9ის გამოხატვის სურვილი ძალიან ძლიერია.
კურო: გული იქით გაგიწევთ, სადაც ბევრი ხალხი და მხიარულებაა. ამავე დროს, ემოციებისგან დაცლის სურვილი არ გაქვთ, უბრალოდ, გსიამოვნებთ მხიარულ კომპანიაში უზრუნველად ყოფნა. რადგანაც ვარსკვლავები დღეს რამე გრანდიოზულისა და მნიშვნელოვანის გაკეთებისკენ არ გიბიძგებენ, რატომაც არ უნდა დატკბეთ იმით, რაც ესოდენ დიდ სიამოვნებას განიჭებთ?
ტყუპი: დღეს თქვენი მოქმედებები არ იქნება დამძიმებული პირობითობებისა და ზნეობრიობის ზედმეტი ჩარჩოებით. შეიძლება მოგეჩვენოთ კიდეც, რომ ამ ყველაფერზე მაღლა დგახართ. გარშემომყოფებს კი ამასთან დაკავშირებით სულ სხვა წარმოდგენა შეიძლება შეექმნათ – თქვენი თავისუფალი საქციელისგან გამომდინარე არცთუ სახარბიელო დასკვნები გამოიტანონ. იფრთხილეთ ცნობისწადილთან მიმართებით – ამან შეიძლება ძალიან შორს წაგიყვანოთ.
კირჩხიბი: დღეს თქვენი ემოციები ცენებებს „უნდა“ და „მინდა“ შორის იმერყევებს. ერთი მხრივ, დაგროვებული საქმეები მოითხოვს თქვენს მოქმედებებს, მეორე მხრივ კი გინდათ რუტინას გაექცეთ და რამე საინტერესო გააკეთოთ. ორჭოფობაში რომ არ გაატაროთ მთელი დღე, ისეთი საქმე იპოვეთ, სადაც სასარგებლოს სასიამოვნოს შეუთავსებთ, ან ისე დაგეგმეთ დღე, რომ დრო ორივე საქმიანობისთვის გეყოთ.
18 სექტემბერი 2020, 00:45
ლომი: დღეს სულ სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან მოგიწევთ ურთიერთობები. შესაძლებელია ახალი საინტერესო ნაცნობობა ან შეხვედრები, რომლებიც თქვენს გეგმებს შეცვლის. და მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები გრანდიოზულ ცვლილებებს არ გპირდებიან, დღე მაინც ძალზე მრავალფეროვანი იქნება ახალი მოვლენებითა და შთაბეჭდილებებით. კარგი იქნება, თუ მცირე მოგზაურობას მოაწყობთ, თუნდაც ქალაქგარეთ.
ქალწული: დღის წესრიგშია კამათი, ჩხუბი და სხვადასხვა სახის ურთიერთობების გამორკვევა. სამწუხაროდ, დღეს სხვა არაფრის განწყობა არა გაქვთ. ჩხუბისა და კამათის რაოდენობა კი იმდენი იქნება, რამდენიც ურთიერთობა და საუბარი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს აჯობებს, თუ გარშემომყოფებთან კონტაქტებს მაქსიმალურად გაწყვეტთ, ან თუნდაც მოთმინების ყველა რესურსს მოუხმობთ.
სასწორი: თქვენი ფიქრები მთლიანად შორეულ მოგზაურობაზეა გადართული. ეცადეთ, ეს სწრაფვა და ოცნება ხელმძღვანელობასთან არ გამოამჟღავნოთ – ისინი ამას ვერ გაიგებენ. მაგრამ არც ამ სურვილისთვის წინააღმდეგობის გაწევა ივარგებს. აჯობებს, თუ დღეს საოცნებო მოგზაურობის დაგეგმვაზე იზრუნებთ. ურთიერთობები ადამიანებთან არაერთგვაროვანი იქნება. მოერიდეთ საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანებთან ურთიერთობებს.
მორიელი: საინფორმაციო შიმშილი დღეს არ გემუქრებათ. რისკავთ, რომ ინტრიგების, ჭორებისა და სხვადასხვა გავრცელებული ხმების მორევში გადაეშვათ. ისე, რომ თავადაც ვერ შეამჩნევთ ამას, შეიძლება დაუზუსტებელი ინფორმაციის გამავრცელებელი გახდეთ. ეცადეთ, იფრთხილოთ და ინფორმაცია დაჟინებით–მტკიცებითი ფორმით მაინც არ მიაწოდოთ. ამას გარშემომყოფებთან ურთიერთობების გართულება შეიძლება მოჰყვეს.
მშვილდოსანი: დღეს ძალიან წაგადგებათ საზოგადოებაში ყოფნა, იქ, სადაც თუ საზოგადოების ნაღები არა, გემოვნებიანი და სტატუსის მქონე ადამიანები მაინც იკრიბებიან. სწორედ ასეთ ადგილებში (მაგალითად, გამოფენა, ფუილმის პრემიერა, კლუბი) გაქვთ შანსი, რომ გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს შემდგომ ბედზე ძალიან კარგ გავლენას მოახდენს. იღბლიანი დღე გელოდებათ, ასე რომ პასიურობა არ გარგებთ, იაქტიურეთ.
თხის რქა: დღეს ძალიან გჭირდებათ თვითკონტროლი. გაზრდილია ემოციურობა, რის გამოც შეიძლება რაღაც აკვიატებული მოთხოვნილებები გაგიჩნდეთ (მაგალითად, გავლენის სფეროს გაზრდა), გიბიძგოთ საშიში ნაბიჯის გადადგმისკენ. არაა გამორიცხული, რომ ყოველივე ამის გამო თქვენი ხასიათის მძიმე თვისებები გამოვლინდეს, აღმოჩნდეთ ტირანის როლში ან თქვენზე განხორციელდეს ზეწოლა. კარგი იქნება, თუ ახალ საქმეს არ წამოიწყებთ.
მერწყული: დღეს შეგიძლიათ, ყველაფრიდან დამატებითი შესაძლებლობა მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს უნარი მაქსიმალურად გამოიყენოთ და არ დათრგუნოთ მისწრაფებები, რომლებიც როგორც წამიერად ჩნდება, ისე სწრაფადვე ქრება და მოცემული შანსი შეიძლება აღარ გამეორდეს. რამე საქმის ნულიდან დასაწყებად საუკეთესო დრო არ არის. იფრთხილეთ – დღეს სათავგადასავლო რბოლაში ფარული საშიშროებები იმალება.
თევზები: კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრების, სიყვარულისთვის. საყვარელ ადამიანთან რთულ თემებზე საუბარს უნდა მოერიდოთ. სერიოზული საუბარი სამომავლოდ გადადეთ. არასასურველი დღეა ინვესტიციებისა და სხვადასხვა ნივთის ყიდვისთვის. შესაძლებელია თანხის მიღება მოულოდნელად. მთლიანობაში მშვიდი დღე გელოდებათ. საღამო სწავლისა და სასარგებლო ინფორმაციების მიღებისთვის გამოიყენეთ.