„ჭოლა“ ბაბუა გახდა – თინათინ წულაძეს ბიჭუნა შეეძინა

© courtesy of Tinatin Tsuladzeთინათინ წულაძე გიორგი კოტეტიშვილი
თინათინ წულაძე გიორგი კოტეტიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
მარჯანიშვილის თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე და მსახიობი მანანა კოზაკოვა ბებია-ბაბუა გახდნენ. რამდენიმე საათის წინ მათ ერთადერთ ქალიშვილს, „სუხიშვილების“ მოცეკვავეს თინათინ წულაძეს შვილი შეეძინა.
პატარა ბიჭუნას შეძენას მშობლებსაც და ბებია-ბაბუასაც უამრავი ადამიანი ულოცავს სოციალური ქსელის საშუალებით.
თინათინ წულაძე ორი წლის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილია, რომელიც, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, Red Bull-ის სპორტული მენეჯერია.
თინათინ წულაძე განსაკუთრებული ღიმილით და მოხდენილი მოძრაობებით გამოირჩევა. ქართული ნაციონალური ბალეტის მოცეკვავემ ჯვარი ივნისში დაიწერა. წყვილმა ქორწილი 2019 წლის 7 სექტემბერს კვარიათში გადაიხადა. ლევან წულაძის ქალიშვილმა ქორწილში ბულვარის ყველა დამსვენებლის ყურადღება მიიქცია.
ყველა ახალი ამბავი
0