„სკოლის პირველი დღე“ – ანუკი არეშიძის ორი ვაჟი სასწავლებელში დაბრუნდა – უსაყვარლესი ფოტო

© Facebook / Kakha Kaladzeანუკი არეშიძე შვილებთან ერთად
ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
არდადეგების დასრულების შემდეგ დიზაინერმა ორი ვაჟი შეუდარებლად გამოაწყო და სკოლაში თავად წაიყვანა. ნახეთ როგორ გამოიყურებოდნენ ლევანი და კახაბერი სასწავლო წლის პირველ დღეს.
ანუკიმ და კახიმ ორი ვაჟი სკოლაში დააბრუნეს. ცნობილია, რომ 12 წლის ლევანს და 8 წლის კახაბერს ეს დღე განსაკუთრებულად უყვართ. მართალია, ანუკის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს სურათზე ლევან კალაძეს გამოუძინებელი სახე აქვს, სამაგიეროდ კახაბერი სასწავლო წლისთვის სრულ მზადყოფნაშია. ბიჭები კვლავ ტრენდულად გამოიყურებიან. „სკოლის პირველი დღე“ – ასე დაასათაურა ანუკიმ უსაყვარლესი ძმების სურათი. უმცროსი ძმების ნაცვლად, სკოლის მოსწავლეებს ერთ-ერთი ოთხფეხა მეგობარი აცილებთ.
კალაძე–არეშიძის ოჯახის უფროს ვაჟს 12 წელი ცოტა ხნის წინ შეუსრულდა. ლევან კალაძე გოგონების გულთამპყრობელი და უსიმპათიურესი ბიჭია. მას მშობლები მოფერებით „ბუბუს“ ეძახიან. ივლისში სწორედ ამ სათაურით საკმაოდ რეიტინგული ფოტო გამოაქვეყნა თბილისის მერმა. თბილისის მერის თაყვანისმცემლები, დაბადების დღის მილოცვის გარდა, ბიჭუნას მიმართ აღტაცებას ვერ მალავდნენ.
პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა, უმცროსი ნიკოლა კი საფრანგეთში. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.
კალაძე–არეშიძის წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო, მათ ოფიციალურად 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე დაიბადა, კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 12 წლის ლევანი, 8 წლის კახაბერი და 6 წლის ვაჩე.
ყველა ახალი ამბავი
0