თბილისში ხუთ ადგილზე ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის ე.წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ოთახები საბავშვო ბაღების ბაზაზე მოეწყო, ხოლო ინფრასტრუქტურა ბავშვზე მორგებული გარემოს პრინციპების გათვალისწინებით შეირჩა.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. დედაქალაქის ხუთ რაიონში ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის ე.წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო, სერვისით სარგებლობა კი შეუძლია ნებისმიერ არასრულწლოვანს, რომელსაც მსგავსი დახმარება სჭირდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის განცხადებით, ე.წ. ინტერვიუს ოთახი ფსიქოლოგს საშუალებას აძლევს, არასრულწლოვანს გარეშე პირებისგან იზოლირებულად გაესაუბროს, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში გასართობი და სააზროვნო თამაშებისთვის სპეციალური ინვენტარი გამოიყენოს.
„პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია როგორც ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზზე – 111-ზე ზარით, ასევე თვითონ სააგენტოს სოციალური მუშაკების დახმარებით, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას მსგავსი საჭიროების მქონე ბავშვების იდენტიფიცირებაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ე.წ. ინტერვიუს ოთახები ფსიქოლოგებისთვის შემდეგ მისამართებზეა მოწყობილი: სამგორის რაიონში – N16 ბაგა-ბაღში; გლდანის რაიონში – N104 ბაგა-ბაღში; ჩუღურეთის რაიონში – N119 ბაგა-ბაღში; საბურთალოს რაიონში – N73 ბაგა-ბაღში; კრწანისის რაიონში – N191 ბაგა-ბაღში.
ფეისბუქის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2020
ბულინგი ინტერნეტში, ანუ რა შესაძლო საფრთხის წინაშე დგას თქვენი შვილი
მერის განმარტებით, აღნიშნული სერვისი ბავშვთა ინტერესების დაცვისთვის და, საჭიროებიდან გამომდინარე, მათი ფსიქოლოგიური დახმარებისთვისაა განკუთვნილი.
ე.წ. ინტერვიუს ოთახები სოციალური მზრუნველობის სააგენტოს მიერ „თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან“ პარტნიორობით მოეწყო.
ყველა ახალი ამბავი
0