https://sputnik-georgia.com/20210826/tbilissi-intervius-otaxebi-moewyo-258625028.html
თბილისში ხუთ ადგილზე ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის ე.წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო
თბილისში ხუთ ადგილზე ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის ე.წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო
Sputnik საქართველო
საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე ე.წ. ინტერვიუს ოთახებში ნებისმიერ არასრულწლოვანს შეუძლია ფსიქოლოგიური დახმარების მიღება
2021-08-26T13:28+0400
2021-08-26T13:28+0400
2021-10-19T18:04+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24482/38/244823893_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_9676b640ffee4a6efd208a22f7ebb0ba.jpg
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. დედაქალაქის ხუთ რაიონში ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის ე.წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო, სერვისით სარგებლობა კი შეუძლია ნებისმიერ არასრულწლოვანს, რომელსაც მსგავსი დახმარება სჭირდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.თბილისის მერის განცხადებით, ე.წ. ინტერვიუს ოთახი ფსიქოლოგს საშუალებას აძლევს, არასრულწლოვანს გარეშე პირებისგან იზოლირებულად გაესაუბროს, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში გასართობი და სააზროვნო თამაშებისთვის სპეციალური ინვენტარი გამოიყენოს.ე.წ. ინტერვიუს ოთახები ფსიქოლოგებისთვის შემდეგ მისამართებზეა მოწყობილი: სამგორის რაიონში – N16 ბაგა-ბაღში; გლდანის რაიონში – N104 ბაგა-ბაღში; ჩუღურეთის რაიონში – N119 ბაგა-ბაღში; საბურთალოს რაიონში – N73 ბაგა-ბაღში; კრწანისის რაიონში – N191 ბაგა-ბაღში.მერის განმარტებით, აღნიშნული სერვისი ბავშვთა ინტერესების დაცვისთვის და, საჭიროებიდან გამომდინარე, მათი ფსიქოლოგიური დახმარებისთვისაა განკუთვნილი.ე.წ. ინტერვიუს ოთახები სოციალური მზრუნველობის სააგენტოს მიერ „თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან“ პარტნიორობით მოეწყო.
https://sputnik-georgia.com/20200622/bulingi-internetshi-248794065.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24482/38/244823893_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_6077a80c92578c68bfa135cd56e49e55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ფსიქოლოგიური დახმარება ბავშვები ინტერვიუს ოთახი თბილისი
ფსიქოლოგიური დახმარება ბავშვები ინტერვიუს ოთახი თბილისი
თბილისში ხუთ ადგილზე ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის ე.წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო
13:28 26.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ოთახები საბავშვო ბაღების ბაზაზე მოეწყო, ხოლო ინფრასტრუქტურა ბავშვზე მორგებული გარემოს პრინციპების გათვალისწინებით შეირჩა.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. დედაქალაქის ხუთ რაიონში ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის ე.წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო, სერვისით სარგებლობა კი შეუძლია ნებისმიერ არასრულწლოვანს, რომელსაც მსგავსი დახმარება სჭირდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე
განაცხადა.
თბილისის მერის განცხადებით, ე.წ. ინტერვიუს ოთახი ფსიქოლოგს საშუალებას აძლევს, არასრულწლოვანს გარეშე პირებისგან იზოლირებულად გაესაუბროს, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში გასართობი და სააზროვნო თამაშებისთვის სპეციალური ინვენტარი გამოიყენოს.
„პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია როგორც ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზზე – 111-ზე ზარით, ასევე თვითონ სააგენტოს სოციალური მუშაკების დახმარებით, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას მსგავსი საჭიროების მქონე ბავშვების იდენტიფიცირებაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ე.წ. ინტერვიუს ოთახები ფსიქოლოგებისთვის შემდეგ მისამართებზეა მოწყობილი: სამგორის რაიონში – N16 ბაგა-ბაღში; გლდანის რაიონში – N104 ბაგა-ბაღში; ჩუღურეთის რაიონში – N119 ბაგა-ბაღში; საბურთალოს რაიონში – N73 ბაგა-ბაღში; კრწანისის რაიონში – N191 ბაგა-ბაღში.
მერის განმარტებით, აღნიშნული სერვისი ბავშვთა ინტერესების დაცვისთვის და, საჭიროებიდან გამომდინარე, მათი ფსიქოლოგიური დახმარებისთვისაა განკუთვნილი.
ე.წ. ინტერვიუს ოთახები სოციალური მზრუნველობის სააგენტოს მიერ „თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან“ პარტნიორობით მოეწყო.