სოფო ნიჟარაძე ქალიშვილთან ერთად კაფეში – უსაყვარლესი გოგონა მომღერლის საუკეთესო მეგობარია

© courtesy of Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
პოპულარული არტისტი ამერიკის ქუჩებში მარტო აღარ სეირნობს. ქართველი მომღერალი მთელ თავისუფალ დროს შვილთან ერთად ატარებს.
სოფო ნიჟარაძე პაწაწინა ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, ამ დრომდე არ ასაჯაროებს მისი საყვარელი მეორე ნახევრის ვინაობას და არც ერთი წლის ელის-მარიას სახეს აჩენს. უახლეს ფოტოზე ჩანს, რომ მომღერალი დროს შვილთან ერთად კაფეში ატარებს.
ფეხმძიმობის შემდეგ სოფო საკუთარ სხეულზე განსაკუთრებულად ზრუნავს. დაბალანსებულ კვებასთან ერთად მან პილატესსაც მიმართა. მომღერალი ასეთი გამხდარი ჯერ არ ყოფილა.
სოფო ნიჟარაძემ ფეხმძიმობის პერიოდში გადაღებული ფოტოები ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავდა მომღერალი. მისი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ძველი ფოტო მოიპოვება, რომელზეც ნიჟარაძე 7 თვის ფეხმძიმეა და მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენას გრძელი შარფითა და დიდი ზომის შავი ქურთუკით მალავს. შემსრულებელს ამერიკაში ბევრი მეგობარი არ ჰყავს, ამიტომ სოფო დღის მნიშვნელოვან დროს შვილს უძღვნის.
ყველა ახალი ამბავი
0