გული არ გაუსკდეს სიხარულისგან – როგორ შეხვდა ბეგაშვილს განშორების შემდეგ საყვარელი „ბიჭი“

© Facebook / Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ქალიშვილთან ევა ბარბაქაძესთან და „სანისთან“ ერთად ცხოვრობს.
„სანი“ შორენა ბეგაშვილის ძაღლს ჰქვია. ის ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული გახდა. შორენა ხშირად აქვეყნებს „სანის“ სახალისო ვიდეოებს.
მოდელი თითქმის მთელი შვებულების განმავლობაში ესპანეთში, კოსტა-ბრავაზე ისვენებდა, საიდანაც სულ ახლახან დაბრუნდა, შინ დაბრუნებულს კი „სანი“ დიდი აღფრთოვანებითა და სიყვარულით დახვდა. შეხვედრის ამსახველი ემოციური ვიდეო შორენამ „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

„აუ, როგორი მონატრება და სიყვარული იციან. გენაცვალე, ლამის ამეტირა. რა ცხოვრებაა“, „ხო, გიყვარდეს, მაგრამ ძაღლს დედი როგორ უნდა უწოდო?“, „ვაი, როგორ მონატრებიხარ. რა საყვარელია“, „ვაიმე, რა სიყვარულია. გული არ გაუსკდეს სიხარულისგან“, – წერენ შორენას „ინსტაგრამის“ ხელმომწერები.

ახალი ამბავი არავისთვის არის ის ფაქტი, რომ შორენა ბეგაშვილი შინაური ცხოველების დიდი მოყვარულია. როგორც შორენა ამბობს, „სანი“ მისი საყვარელი „ბიჭია“.
20 იანვარს „სანის“ დაბადების დღე აქვს. შორენა ამ დღეს საყვარელ ძაღლს ყოველთვის მადისაღმძვრელი ტორტით ულოცავს.
ყველა ახალი ამბავი
0