პანკისში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
ძალოვანი უწყების ინფორმაციით, ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას ახდენდნენ.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულ ხუთივე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
პანკისში დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი – გირაოს შეფარდებას.
სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლოს მიმართ პროკურატურას ჰქონდა, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ საქმის მასალები შეიცავდა ისეთ ინფორმაციას, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლო სხდომა უნდა დაეხურათ.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
სუსმა პანკისში დაკავებულთა ბრალეულობის დამამტკიცებელი ვიდეო გამოაქვეყნა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის ორ სოფელში ქორეთსა და დუისში სპეცოპერაცია 24 აგვისტოს ჩაატარეს. სპეცოპერაციის შედეგად ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულია ხუთი პირი.
კერძოდ, დუისში მცხოვრებ უსუფ ცათიაშვილს ბრალი ტერორისტულ ორგანიზაციასთან გაერთიანების და დახმარების ბრალდებით წაუყენეს, რაც 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, დანარჩენ ოთხ პირს კი ბრალი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის წარედგინა, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
დაკავებულების უფლებადამცველების განცხადებით, ბრალდებულები მათ მიმართ წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.
ყველა ახალი ამბავი
0