მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მსოფლიოს ხუთი ყველაზე ლამაზი და კომფორტული ციხე

© Facebook / Special Penitentiary Service of GeorgiaТюрьма
Тюрьма - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე ვფიქრობთ, დაგენაძლევებით, უმეტესობას თვალწინ წარმოგვიდგება რკინის გისოსები, პირქუში, ნესტიანი საკნები, უხარისხო საკვები და მძიმე, შიშით გაჟღენთილი ატმოსფერო...
მაგრამ სინამდვილეში ყველა ციხე ასეთი არ არის. ზოგიერთი სასჯელაღსრულების დაწესებულება სრულიად საპირისპიროა იმისა, რაც ზემოთ აღვწერეთ.
ყველამ იცის, რომ ციხეები განკუთვნილია დამნაშავეებისთვის, სადაც ისინი გისოსებს მიღმა ატარებენ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან წლებს. ზოგი ციხე იმდენად სახიფათოა, რომ ბევრი პატიმარი ცოცხალი ვეღარც გამოდის იქიდან, ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა კი მიიჩნევს, რომ ციხეები არ უნდა იყოს ადგილი, სადაც მისი მობინადრეები დაზარალდებიან.
დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე მშვენიერ (თუ ციხეზე ასეთი რამის თქმა შესაძლებელია) და კომფორტულ სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ეს ციხეები იმდენად მდიდრულია, რომ პატიმრებს ცხოვრების უკეთესი პირობები აქვთ, ვიდრე ზოგიერთი ღარიბი ქვეყნის მოქალაქეებს.
თეა ჯობაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2016
ციხეში დაკარგული ქალწულობა და უცხოეთში ცხოვრების პერიპეტიები - ნამდვილი ამბავი
1. ჰალდენის ციხე, ნორვეგია (Halden Prison, Norway)
ჰალდენის ციხე ყველაზე ჰუმანურია მსოფლიოში. სწორედ ამ ციხეში მოათავსეს თავიდან ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი. მის აშენებას 30 მლნ დოლარი დასჭირდა და აქედან 1 მლნ დოლარი ციხის კედლების მოხატვაში, ინსტალაციებსა და სურათებში დაიხარჯა.
ჰალდენში ყველა პატიმარი სარგებლობს კომფორტული ოთახებით, არც ერთ საკანს არ აქვს გისოსები, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს პატიმრებს ფსიქოლოგიურ ტრავმას მიაყენებს. კვალიფიკაციის ასამაღლებელი ლექციები, ტელევიზორებით აღჭურვილი დასასვენებელი ოთახები, ვიდეოთამაშები, სრულად აღჭურვილი სპორტული დარბაზი – ეს მცირედი ჩამონათვალია იმისა, რაც ჰალდენს ყველა პატიმრისთვის საოცნებო ციხედ აქცევს.
ჰალდენის ციხის მცველების უმეტესობა შეიარაღებულიც კი არ არის! მისი სისტემა არაერთხელ გააკრიტიკეს მეტისმეტი ჰუმანურობისა და კომფორტის გამო. ნორვეგიის ხელისუფლება კი თვლის, რომ პატიმართა დასჯა მათი თავისუფლების შეზღუდვაა და არა ცხოვრების ხარისხის დაქვეითება. მართლაც მშვენიერია, იყო კრიმინალი ნორვეგიაში...
2. ოტაგოს გამოსასწორებელი დაწესებულება, ახალი ზელანდია (Otago Corrections Facility, New Zealand).
ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ციხეა. აქ ყველაფერია – რაგბის მოედნებით დაწყებული, იატაკქვეშა გათბობით დამთავრებული.
ოტაგოს გამოსასწორებელ დაწესებულებაში უსაფრთხოების ზომები მკაცრადაა დაცული, მას მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს. თავად ციხე კი საოცრად კომფორტული და ლამაზია – ყველა პატიმარს აქვს საკუთარი ოთახი საშხაპით, ტელევიზორით და ა.შ.
ეს ციხე სასწავლო დაწესებულება უფროა, სადაც მსჯავრდებულებს ძალიან ბევრ რამეს ასწავლიან, მათ შორის – კულინარიას, ტექნოლოგიებს, სოფლის მეურნეობას, ინჟინერიას. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მათ რეაბილიტაციას და სრულფასოვან დაბრუნებას საზოგადოებაში. გარდა ამისა, პატიმრები დასაქმებული არიან და იღებენ ხელფასს.
ხელბორკილებისგან გათავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2019
მსოფლიო დღეს
კომპენსაცია ციხეში უდანაშაულოდ გატარებული 35 წლისთვის: ბრალდებული თავისუფალია
3. ლეობენის სამართლის ცენტრი, ავსტრია (Justice Centre Leoben, Austria)
ციხე თუ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო? ის მდიდრულ სასტუმროს უფრო ჰგავს, სადაც უბრალოდ ფულის დახარჯვა არ დაგჭირდებათ. ამიტომაც ეძახიან 5-ვარსკვლავიან ციხეს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი სასჯელაღსრულების დაწესებულებაა.
ლეობენის ციხეში არაძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს ათავსებენ. ყველა პატიმარს საკუთარი ოთახი აქვს სააბაზანოთი, მინი-სამზარეულოთი და ტელევიზორით. ციხეში არის სავარჯიშო დარბაზი, კალათბურთის მოედანი და სუფთა ჰაერზე მოსასვენებელი, რეკრეაციული ზონებიცაა მოწყობილი.
ლეობენის ციხეს ასეთი პოლიტიკა აქვს: ყველა ადამიანი იმსახურებს ადამიანურ მოპყრობას. პერიმეტრის გარედან ასეთ წარწერას ნახავთ: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი ღირსებებითა და უფლებებით“. ეს ბევრს ამბობს ამ ციხის შესახებ.
4. ადიველი, შოტლანდია (HMP Addiewell, Scotland)
ადიველი მეორე სახლს უფრო ჰგავს, ვიდრე ციხეს. მისი მიზანია, გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულებმა იოლად შეძლონ საზოგადოებაში რეინტეგრაცია და დასაქმება. პატიმრები კვირაში 40 საათის განმავლობაში მუშაობენ, უტარდებათ გაკვეთილები და უამრავ საინტერესო რამეს სწავლობენ.
ციხეში იდეალური პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ მისმა ბინადრებმა თავი ჩაკეტილ სისტემაში არ იგრძნონ. მათი სუფთა, ფერადი საკნებიც თანამედროვე სტილშია მოწყობილი და საკმაოდ კომფორტულია.
5. არანჰაუსის ციხე, ესპანეთი (Aranjuez Prizon, Spain)
ეს ერთადერთი ციხეა მსოფლიოში... ოჯახებისა და მშობლებისთვის. ამ ინოვაციურ დაწესებულებაში ცდილობენ პატიმრებს შეუნარჩუნონ ოჯახები და მათ მცირეწლოვან შვილებს საშუალებას აძლევენ, მშობლებთან ერთად იცხოვრონ.
5-ვარსკვლავიან საკნებში ბავშვებისთვის კომფორტული გარემოა შექმნილი – საბავშვო საწოლებით, სათამაშოებით, გასართობი ზონით, დისნეის პერსონაჟებით მოხატული კედლებით. მოკლედ, ყველაფერია იმისთვის, რომ პატარამ თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში.
ყველა ახალი ამბავი
0