Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში – 26 აგვისტოს მონაცემები

© Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairsტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 468.917 ადამიანი, გარდაიცვალა – 7.028; სულ ჩატარებულია 1.065.848 აცრა.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 532.171-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 468.917 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 5.611), გარდაიცვალა – 7.028 (ბოლო 24 საათში – 79). კარანტინის რეჟიმშია 129, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 7.357 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.348 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 43.653 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26.534, PCR–ტესტით – 17.119.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,46%, ბოლო 14 დღის – 10,77%, ბოლო 7 დღის – 10,51%.
სულ ჩატარებულია 1.065.848 აცრა, ერთ დღეში აცრილია 26.700 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0