მინიმალიზმის დედოფალი: ჯოლიმ შემოდგომის ყველაზე სრულყოფილი კაბა იპოვა

© photo: AFP 2020 / TIZIANA FABIანჯელინა ჯოლი
ანჯელინა ჯოლი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
გულშემატკივრები არ წყვეტენ აღფრთოვანებას მსახიობის დახვეწილი გემოვნებით და მისი თითოეული სურათის გამეორება სურთ.
ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ მორიგ ჯერზე გააოცა თაყვანისმცემლები: მსახიობმა იპოვა ყველაზე სრულყოფილი კაბა 2021 წლის შემოდგომისთვის – და ის კვლავ შავია.
თუ ვინმემ იცის ყველაფერი მინიმალიზმის შესახებ ტანისამოსში, ეს არის ბრედ პიტის ყოფილი ცოლი: თქვენ ვერასდროს ნახავთ ჯოლის მხიარულ კაბებში, მაისურებში, წარწერებიან, ან მკვეთრი ფერის შარვალში. მსახიობი ყოველთვის ირჩევს ტანისამოსს ძალიან ელეგანტურ, მშვიდ ფერებში.
ცოტა ხნის წინ ვარსკვლავი კვლავ მოხვდა პაპარაცების ობიექტივში და გაახარა სოციალური ქსელი: მოდის თაყვანისმცემლებმა ჯოლის ახალ კაბას 2021 წლის შემოდგომის ყველაზე იდეალური სამოსი უწოდეს.
იატაკამდე სიგრძის შავი კაბა მინიმალიზმის კიდევ ერთი მაგალითია. მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციოთ უჩვეულო ჭრას: მოცულობითი ზედა ჰარმონიულადაა შერწყმული ვიწრო ქვედაკაბასთან, რაც მსახიობის ფიგურას კიდევ უფრო მოხდენილს ხდის. ვარსკვლავმა მას კრემისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ჩანთა შეუხამა.
ყველა ახალი ამბავი
0