„რა ცოდოა, ვინც შენ დაგკარგავს...“ – ქრისტინე იმედაძის ახალ ფოტოებს სოცქსელში განიხილავენ

© Facebook / Christine Imedadzeქრისტინე იმედაძე
ქრისტინე იმედაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
ქრისტინე იმედაძის ახალ ფოტოებს სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი მოჰყვა. ნახეთ რას წერენ ქრისტინეს ხელმომწერები.
ქრისტინე იმედაძე ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა, მისი პირადი ცხოვრება, ცხოვრების სტილი და კარიერა კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ქრისტინეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სპორტსმენთან აწყვილებდნენ, თუმცა ის ოფიციალურად ერთხელ იყო დაქორწინებული ლაშა ჯაკობიაზე. მათ ერთი შვილი, ტაისია ჰყავთ.
ქრისტინე იმედაძე, წარმატებული ჟურნალისტური კარიერის პარალელურად, აქტიურად აგრძელებს მუსიკალურ კლიპებზე მუშაობასაც და სულ ცოტა ხნის წინ მან ახალი სიმღერაც გამოუშვა. კლიპში მომღერლის არაორდინარულმა იმიჯმა ბევრი ადამიანი მოხიბლა.

ქრისტინემ გადაღებებიდან არაერთი ფოტო გამოაქვეყნა, გულშემატკივრებისგან კი უამრავი კომპლიმენტი მიიღო: „რა ცოდოა, ვინც შენ დაგკარგავს, შენ კი ნახავ უკეთესს“, „თექვსმეტი წელია საქართველოში აღარ ვცხოვრობ. დღეს პირველად მოვუსმინე ქართულ თანამედროვე პოპ-მუსიკას ასე სიამოვნებით”, „სასწაულია ეს გოგო“ – წერენ „ინსტაგრამზე“.

იმედაძე რამდენიმე სკანდალით არის ცნობილი. მის გათხოვებასა და დაშორებაზე დღემდე საუბრობენ. ყოფილმა ბალერინამ მომღერლობა ისურვა, შემდეგ ტელეეკრანებზეც გადაინაცვლა, ახლა კი დიზაინერობას წარმატებით მიჰყო ხელი. საკუთარი ძალებით დიზაინერული სახლი „სამი“ დააფუძნა და ქალბატონებისთვის გემოვნებიან ტანისამოსს ქმნის. ხელოვნებისადმი სიყვარული მას დედამ ჩაუნერგა, რომლის ასლია.
ყველა ახალი ამბავი
0