https://sputnik-georgia.com/20210825/qeta-topuria-axali-fotoebi-lev-dengovi-258589478.html
„დაცვის გარეშე სიარული საშიშია“ – ქეთა თოფურიას ახალ ფოტოებს აჟიოტაჟი მოჰყვა
„დაცვის გარეშე სიარული საშიშია“ – ქეთა თოფურიას ახალ ფოტოებს აჟიოტაჟი მოჰყვა
Sputnik საქართველო
ქეთა თოფურიამ ზაფხულის არაჩვეულებრივი არდადეგები საქართველოდან დაიწყო და ევროპაში გააგრძელა. 25.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-25T17:15+0400
2021-08-25T17:15+0400
2021-08-25T21:19+0400
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/17/249790672_0:310:1080:918_1920x0_80_0_0_16593b027138902fa921e92dfab719c2.jpg
ცნობილი ქართველი მომღერალი ცოტა ხნის წინ ევროპაში გაემგზავრა და, როგორც ჩანს, დასასვენებლად არაერთ კურორტს ეწვია. მომღერალმა ფოტოები საფრანგეთიდან, იტალიიდან და მონაკოდან გამოაქვეყნა, ხელმომწერებისგან კი, როგორც ყოველთვის, არაერთი დადებითი შეფასება მიიღო.ქეთა თოფურია მანამდე ქმართან ერთად წყნეთში, საკუთარ აგარაკზე ისვენებდა. მომღერალი ამ სეზონზე უკვე მეორედ იყო საქართველოში. პირველად ის რამდენიმე კვირის წინ შვილის ოლივია გეიხმანის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და გოგონას იუბილე აგარაკზე გადაუხადა.ცოტა ხნის წინ ქეთამ ცნობილ მეგობართან, მოსკოვში მოღვაწე ქართველ დიზაინერთან ლიკა ალადაშვილთან და ქმართან ლევ დენგოვთან ერთად კახეთის ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულა და ვიდეო და ფოტომასალები „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსა. როგორც ჩანს, ლევი კახეთით მოიხიბლა.ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია 2005 წელს A'Studio-ს ვოკალისტად დამტკიცების შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მომღერალმა საცხოვრებლის დიზაინი რუსეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერს ლელა ქავთარაძეს მიანდო, მოგვიანებით წყნეთის სახლიც ლელა ქავთარაძეს ააშენებინა, რომელიც წლებია რუსეთში მოღვაწეობს და იქ საკმაოდ წარმატებულ დიზაინერად მიიჩნევა.ქეთა თოფურია ამჟამად მეორე მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან, ახალშობილ ადამთან და ქალიშვილ ოლივიასთან ერთად ცხოვრობს მოსკოვის გარეუბანში, ფეშენებელურ სახლში, ხოლო ზაფხულობით წყნეთის აგარაკს სტუმრობს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/17/249790672_0:312:1080:1122_1920x0_80_0_0_5374d475037274f6a97034d4d736788c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქეთა თოფურია ლევ დენგოვი a studio
ქეთა თოფურია ლევ დენგოვი a studio
„დაცვის გარეშე სიარული საშიშია“ – ქეთა თოფურიას ახალ ფოტოებს აჟიოტაჟი მოჰყვა
17:15 25.08.2021 (განახლებულია: 21:19 25.08.2021) ქეთა თოფურიამ ზაფხულის არაჩვეულებრივი არდადეგები საქართველოდან დაიწყო და ევროპაში გააგრძელა.
ცნობილი ქართველი მომღერალი ცოტა ხნის წინ ევროპაში გაემგზავრა და, როგორც ჩანს, დასასვენებლად არაერთ კურორტს ეწვია. მომღერალმა ფოტოები საფრანგეთიდან, იტალიიდან და მონაკოდან გამოაქვეყნა, ხელმომწერებისგან კი, როგორც ყოველთვის, არაერთი დადებითი შეფასება მიიღო.
„ისეთი ლამაზი ხარ, დაცვის გარეშე სიარული საშიშია“, „რა სასიამოვნოა შენი ყურება“, „ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურები“, – წერენ „ინსტაგრამზე“.
ქეთა თოფურია მანამდე ქმართან ერთად წყნეთში, საკუთარ აგარაკზე ისვენებდა. მომღერალი ამ სეზონზე უკვე მეორედ იყო საქართველოში. პირველად ის რამდენიმე კვირის წინ შვილის ოლივია გეიხმანის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და გოგონას იუბილე აგარაკზე გადაუხადა.
ცოტა ხნის წინ ქეთამ ცნობილ მეგობართან, მოსკოვში მოღვაწე ქართველ დიზაინერთან ლიკა ალადაშვილთან და ქმართან ლევ დენგოვთან ერთად კახეთის ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულა და ვიდეო და ფოტომასალები „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსა. როგორც ჩანს, ლევი კახეთით მოიხიბლა.
ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია 2005 წელს A'Studio-ს ვოკალისტად დამტკიცების შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მომღერალმა საცხოვრებლის დიზაინი რუსეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერს ლელა ქავთარაძეს მიანდო, მოგვიანებით წყნეთის სახლიც ლელა ქავთარაძეს ააშენებინა, რომელიც წლებია რუსეთში მოღვაწეობს და იქ საკმაოდ წარმატებულ დიზაინერად მიიჩნევა.
ქეთა თოფურია ამჟამად მეორე მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან, ახალშობილ ადამთან და ქალიშვილ ოლივიასთან ერთად ცხოვრობს მოსკოვის გარეუბანში, ფეშენებელურ სახლში, ხოლო ზაფხულობით წყნეთის აგარაკს სტუმრობს.