https://sputnik-georgia.com/20210825/qalistvis-gagzavnili-sms-setyobinebis-gamo-kaxetsi-mamakaci-dawres-258614561.html
ქალისთვის გაგზავნილი სმს შეტყობინების გამო კახეთში შუახნის მამაკაცი დაჭრეს
ქალისთვის გაგზავნილი სმს შეტყობინების გამო კახეთში შუახნის მამაკაცი დაჭრეს
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, დამნაშავის ახლობელ ქალს სექსუალური შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა, რამაც მათ შორის კონფლიქტი გამოიწვია. 25.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-25T21:49+0400
2021-08-25T21:49+0400
2021-08-25T21:49+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250696306_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_5dd2a4640f4bb1574a4c609ae9f03090.jpg
თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში 60 წლის კაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ ერთ-ერთ ქალს სექსუალური შინაარსის სმს შეტყობინებებს უგზავნიდა, რასაც ქალის ახლობლებთან კონფლიქტი მოჰყვა.მამაკაცს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაში გადაიყვანა. პაციენტს ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
https://sputnik-georgia.com/20210824/samegrelosi-axalgazrda-mamakaci-dawres-258561592.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250696306_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_02e0da7f15695bb17a62ea4fe13134cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
ქალისთვის გაგზავნილი სმს შეტყობინების გამო კახეთში შუახნის მამაკაცი დაჭრეს
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, დამნაშავის ახლობელ ქალს სექსუალური შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა, რამაც მათ შორის კონფლიქტი გამოიწვია.
თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში 60 წლის კაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია
„რუსთავი2“. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ ერთ-ერთ ქალს სექსუალური შინაარსის სმს შეტყობინებებს უგზავნიდა, რასაც ქალის ახლობლებთან კონფლიქტი მოჰყვა.
მამაკაცს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაში გადაიყვანა. პაციენტს ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.