„ლამის მშობიარობა ჩემმა მეუღლემ მიიღო“ – რას წერს ახალნამშობიარები ნანუკა გოგიჩაიშვილი

© Facebook / Nanuka Gogichaishviliნანუკა გოგიჩაიშვილი
ნანუკა გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
მოდელ ნანუკა გოგიჩაიშვილს 20 აგვისტოს პირველი შვილი შეეძინა. გოგონას აივი-ნიკოლი დაარქვეს. ბავშვის პირველი ფოტო „ინსტაგრამზე“ მოდელმა უკვე გამოაქვეყნა.
ნანუკამ მშობიარობის, პოსტსამშობიარო მდგომარეობის და ბავშვის მოვლის შესახებ „ინსტაგრამ სთორის“ საშუალებით ხელმომწერების კითხვებს უპასუხა.
მოდელის პირადი ცხოვრების ირგვლივ ინტერესი არ წყდება, შესაბამისად, არაერთი კითხვისთვის მოუწია პასუხის გაცემა. როგორც ჩანს, ბევრს აინტერესებს, აიყვანს თუ არა ძიძას ცნობილი მოდელი. ნანუკა წერს, რომ ძიძის აყვანას არ გეგმავს, რადგან ბავშვს ის და მისი მეუღლე ზრდიან.

„პირველივე წამიდან ნიკა მეხმარება ბავშვის გაზრდაში. ლამის მშობიარობაც ნიკამ მიიღო“, – ამბობს ნანუკა და დასძენს, რომ მშობიარობასაც დაესწრო მისი მეუღლე, რომელიც ექიმის მითითებებს ასრულებდა.

როგორც ნანუკამ აღნიშნა, ბავშვი ფიზიოლოგიურად გააჩინა და ეს დიდი ბედნიერება იყო მისთვის.

„იმდენად კარგად მახსოვს მთელი ეს პროცესი, ჯერ კიდევ იმ აზრზე ვარ, რომ კიდევ მენატრება გაჩენის დღე. გაუტკივარება გავიკეთე და 2,5 საათი ვმშობიარობდი“, – აღნიშნა ნანუკამ.

მოდელის თქმით, ბავშვის ფოტოს გამოქვეყნებაზე და მისი სახის გამოჩენაზე არც ფიქრობს, რადგან საზოგადოების ნეგატიურ გამოხმაურებას ერიდება.

„აცრის ვიდეოც კი არ დავდე, როცა პირველი დოზა გავიკეთე. ხალხი ისე იმეტებდა ერთმანეთს სალანძღავად, ძალიან ბოროტი გარემო იყო. ბავშვის ფოტოს დადებაზე არც ვფიქრობ ჯერჯერობით“, – ამბობს ნანუკა.

როგორც ფოტოებზე ჩანს, მშობიარობიდან ოთხი დღის შემდეგ მოდელი უკვე საოცარ ფორმაშია, ორსულობამ ზედმეტი ერთი კილოგრამიც კი არ დაუტოვა.
ერთ-ერთი ხელმომწერის კითხვას, დიეტით შეინარჩუნა თუ არა სხეულის ფორმები, ნანუკამ ასე უპასუხა:

„დიეტაზე რატომ უნდა ვყოფილიყავი? სულ რომ გავსუქებულიყავი, რა პრობლემა იქნებოდა? არ შემინარჩუნებია არაფერი. ვჭამდი ყველაფერს, რაც საზიანო არ იქნებოდა. ვსვამდი ბევრ წყალს და დავდიოდი ფეხით“.

მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა და მილიონერმა ნიკოლოზ ნაყოფიამ პანდემიის დასაწყისში კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი. წყვილი ამერიკაში ნანუკას ორსულობის ბოლო თვეებში გაემგზავრა. სწორედ იქ მოევლინა სამყაროს წყვილის პირველი შვილი. ორსული ნანუკა სოციალურ ქსელებში კალიფორნიიდანაც აქტიურობდა, შვილის გაჩენამდე აიცრა კიდეც და ვაქცინაციისკენ საზოგადოებასაც მოუწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0