მეგანისა და ჰარის შემდეგ: სასახლის მიღმა შესაძლოა კიდევ ერთი სამეფო წყვილი აღმოჩნდეს

© AFP 2024 / JEREMY SELWYNპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
ტახტის მემკვიდრე პრინც ჩარლზს, როგორც ჩანს, მობეზრდა მისი ოჯახის მეამბოხე წევრები და სურს სამუდამოდ გადაწყვიტოს ყველა მგრძნობიარე საკითხი.
ახალი სკანდალი ბრიტანეთის სამეფო კარზე: მეგან მარკლის და პრინც ჰარის შემდეგ შესაძლოა სასახლე კიდევ ერთა მეამბოხემ დატოვოს. ელისაბედ II-ის ოჯახში ცხოვრება ნამდვილ სერიალს წააგავს და ეს ყველაფერი – პრინცი ჰარის და მისი საყვარელი მსახიობი მეუღლის გამო. მარკლის და პრინცის განცხადებებმა ბევრი უბედურება მოუტანა ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლებს, რომლებიც მთელი ძალით იცავდნენ სამეფო კარის რეპუტაციას. მაგრამ ახლა დაიწყო სკანდალების კიდევ ერთი სეზონი – ამჯერად ოჯახის სხვა წევრის მონაწილეობით.
საუბარია დედოფლის უმცროს ვაჟზე – პრინც ენდრიუზე, რომელიც ბრალდებული იყო არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში. ისტორიამ უაღრესად აღაშფოთა უფროსი ძმა, პრინცი ჩარლზი. ტახტის მემკვიდრე უკიდურესად უკმაყოფილოა იმით, რომ ენდრიუ აგრძელებს ცხოვრებას იმავე სახლში ყოფილ მეუღლესთან სარა ფერგიუსონთან, რომელთანაც იგი განქორწინდა 20 წლის წინ.
ინსაიდერებმა განაცხადეს, რომ ჩარლზის მოთმინება დასრულდა და ის აპირებს ძმას ჩამოართვას ყველა პრივილეგია, ისევე, როგორც მისი ქონება.

„ჩარლზს ესმის, რომ ამ სიტუაციაში სარა და ენდრიუ ტვირთია მომავალი სამეფოსთვის", – თქვა წყარომ და დაამატა, რომ ყოფილი მეუღლეები დედოფლის დიდი სიყვარულით სარგებლობენ.

ყველა ახალი ამბავი
0