მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დადგენილია მამაკაცი, რომელიც COVID-19-ზე შვიდჯერ აიცრა

© AP Photo / John Locherვაქცინაცია კორონავირუსზე
ვაქცინაცია კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. კოლუმბიის ქალაქ კალიში მცხოვრები მამაკაცი კორონავირუსზე შვიდჯერ აიცრა, რასთან დაკავშირებითაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია Noticias Caracol.

„ადამიანი, რომელიც შვიდჯერ აიცრა... უკვე დადგენილია, ეს 60 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელსაც, როგორც ჩანს, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს“, — ციტირებს ტელეარხი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს კალი მიერლანდ ტორესს.

აღინიშნება, რომ მამაკაცი სხვადასხვა კომპანიების ვაქცინებით აიცრა, მათ შორის, Sinovac-ის, AztraZeneca-ს, Pfizer-ისა და Janssen-ის პრეპარატებით. აღინიშნება, რომ ვაქცინების ჭარბ დოზას ორგანიზმის არანაირი ნეგატიური რეაქცია არ მოჰყოლია.
ორსული ქალი მინდორში - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
უსაფრთხოა თუ არა ორსულების Pfizer-ით ვაქცინაცია
იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს, ქალაქის ხელისუფლებამ ელექტრონული ბლანკი შეიმუშავა, რომელიც პაციენტის თანხმობას ადასტურებს აცრაზე. ამის შემდეგ ბლანკი უნდა ამოიბეჭდოს და ვაქცინაციის ცენტრს უნდა წარედგინოს, სადაც მას ხელს მოაწერენ.
ყველა ახალი ამბავი
0