მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიტიკაში მიდის

© Sputnik / Alexander Imedashviliმალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიტიკაში მიდის. ინფორმაცია ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ დაადასტურა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
პარლამენტის წინ აქციაზე დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი გაათავისუფლეს
მისი თქმით, მაჩალიკაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იქნება.
ნიკა მელიას თქმით, ახლა ბრძოლის წინა ხაზზე უნდა იყოს ყველა, ვისაც ქვეყანა უყვარს.

„ყველა ბრძოლის ავანგარდში დგახართ, ვისაც ეს ქვეყანა გვიყვარს. ამ ქვეყნის მომავლის არსებობა მოგვენატრა და არა ღრმა ჭაობში ყოფნა. ყველა ადამიანი არის თანასწორი, და როგორ არ უნდა იყოს. ყველა უნდა იყოს ბრძოლის წინა ხაზზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ყველა ახალი ამბავი
0