ბენ აფლეკი პაპარაცებმა საქორწინო ბეჭდის ყიდვისას დააფიქსირეს – „ბენიფერი“ ქორწილს გეგმავს?

© Facebook / Jennifer Lopezჯენიფერ ლოპესი
ჯენიფერ ლოპესი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის რომანი სულ ორ წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ამ მოკლე დროშიც საკმაოდ ხმაურიანი გახდა. წყვილი იმდენად პოპულარული იყო, რომ მათ მეტსახელად „ბენიფერი“ დაარქვეს.
პაპარაცებმა ბენ აფლეკი დედასთან, სემთან და შვილთან, სამუელთან ერთად მაღაზია Tiffany’s-ში დააფიქსირეს. როგორც ტაბლოიდები წერენ, მსახიობი იქ ნიშნობის ბეჭდის შესარჩევად იყო მისული.
პირველად ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესს ბეჭედი 2002 წელს აჩუქა. მაშინ მსახიობმა 6,1 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტის ბეჭედი შეარჩია, რომელიც ჰარი უისტონის მიერ იყო შექმნილი და 2,5 მილიონი დოლარი ღირდა. მიუხედავად ამისა, წყვილმა 2003 წელს დაგეგმილი ქორწილი გადადო, ხოლო 2004 წელს ისინი ოფიციალურად დაშორდნენ.

„ამ რთულ დროს ხალხს ვთხოვთ, რომ პატივი სცენ ჩვენ პირად სივრცესა და გადაწყვეტილებას“, – განაცხადეს მაშინ მათ.

ალექს როდრიგესთან ურთიერთობის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ კი, 2021 წლის აპრილის თვეში 49 წლის ბენ აფლეკმა და 52 წლის ჯენიფერ ლოპესმა კვლავ დაიწყეს შეხვედრა. მას შემდეგ წყვილი ხშირად ჩნდება ერთად და მათი რომანტიკული ფოტოები სოციალურ მედიას ხშირად იპყრობს.
როგორც ცნობილია, ბენი და ჯენიფერი შვილებთან ერთად დასასვენებლადაც ხშირად დადიან. ბენმა კი ჯენიფერის დედასთან ერთად ივნისში ლას-ვეგასში რამდენიმე დღე გაატარა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური