ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება

© photo: Sputnik / Stringerბათუმის აეროპორტი
ბათუმის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
ისრაელი საქართველოს „წითელი ზონის“ ქვეყნების სიიდან 1 სექტემბრიდან ოფიციალურად ამოიღებს, რაც ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს კვლავ შეასრულონ რეგულარული ფრენები.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარულ ფრენებს განაახლებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ქვრივიშვილი აცხადებს, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიუხედავად პანდემიისა, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის სწრაფი ტემპით აღდგენა მიმდინარეობს.

„მისასალმებელია, რომ ერთთვიანი პაუზის შემდეგ ავიაკომპანია IsrAir-ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება, რაც დადებითად აისახება როგორც ტურიზმის, ასევე ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებასა და დასაქმებაზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ავიაკომპანია თელ-ავივი–ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს სექტემბერში შეასრულებს.
საქართველოსა და ისრაელის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ვიზიტორთა საყურადღებოდ: ისრაელმა საქართველო „წითელი ქვეყნების" სიიდან ამოიღო
ისრაელის ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ფრენები ივლისის თვეში შეაჩერეს. 23 ივლისიდან ისრაელმა საქართველო იმ ქვეყნების „წითელ სიაში" შეიყვანა, სადაც მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. გუშინ, 24 აგვისტოს ისრაელმა საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების სიიდან ამოიღო. აღნიშნული გადაწყვეტულება ძალაში 1 სექტემბრიდან შევა.
ყველა ახალი ამბავი
0