„ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი გამოჯანმრთელდა

© Facebook / Georgian Rugbyლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
„ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ერთ თვეზე მეტია, რაც იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში მკურნალობს.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა, იუწყება „პირველი არხი“.
საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, „ბორჯღალოსნების" თავკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
ლევან მაისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
„ბორჯღალოსნების" მწვრთნელის მდგომარეობა მძიმეა - ლევან მაისაშვილი კორონავირუსს ებრძვის
მაისაშვილი ჯერჯერობით კვლავ რჩება იოჰანესბურგის კლინიკაში, თუმცა ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია.
ლევან მაისაშვილს კორონავირუსი ივლისის პირველ რიცხვებში სამხრეთ აფრიკაში დაუდგინდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა.
ნაკრებში კორონავირუსის შემთხვევების გამო ივლისში გაუქმდა საქართველოს რაგბის ნაკრების მატჩები სამხრეთ აფრიკასთან და შოტლანდიასთან.
ყველა ახალი ამბავი
0