ვაკეში მიწის მასა ჩამოიშალა და სამანქანო გზის ნაწილი ჩაინგრა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გამოწერა
ადგილზე იმყოფებიან კომპანია „თბილისი ენერჯის“ ბრიგადები. მათი განცხადებით, ტერიტორიაზე არსებული გაზის მილები არ დაზიანებულა.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ვაკეში, წყნეთის მე-5 შესახვევში საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ მიწის მასა ჩამოიშალა და სამანქანო გზის ნაწილი ჩაინგრა, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევის ადგილზე ორსართულიანი შენობა შენდება. ადგილობრივების განცხადებით, მიწის ჩამოშლა სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. მათი თქმით, სამშენებლო ობიექტის ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, მშენებლობა ნებართვის საფუძველზე, გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სამანქანო გზის ასფალტის ზედაპირი ნაყარ მიწაზე იყო დაგებული, რამაც მიწის ჩამოშლა გამოიწვია.
ვაკის გამგებლის დავით კვინიკაძის განცხადებით, შემთხვევის შესწავლა მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო.
ლორთქიფანიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
ემუქრება თუ არა საფრთხე ლორთქიფანიძის ქუჩაზე მდგარ კორპუსს: ექსპერტის განმარტება

„გაიცემა დავალება სამშენებლო კომპანიის მიმართ, რომ მოხდეს ფერდის დამჭერი კედლის აშენება და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. შემთხვევა, სავარაუდოდ, სამშენებლო კომპანიის დაუდევრობის გამო მოხდა. იქნება შესაბამისი დასკვნები და გადაწყვეტილებებსაც ამის მიხედვით მივიღებთ“, – განაცხადა კვინიკაძემ.

მიწის მასის ჩამოშლის ადგილზე გადის გაზის მილსადენი, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მილი არ დაზიანებულა.
ადგილზე იმყოფებიან კომპანია „თბილისი ენერჯის“ ბრიგადები.
ამ დროისათვის, უსაფრთხოების მიზნით, 130-მდე ოჯახს გაზმომარაგება შეუწყვიტეს, მიწოდება 3-4 საათში აღდგება.
ყველა ახალი ამბავი
0