სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში – ტერორიზმის ბრალდებით 10-მდე პირია დაკავებული

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გამოწერა
სპეცოპერაცია ხეობის ორ სოფელში გვიან ღამით ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნულზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა პანკისის ხეობაში ტერორიზმის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეარხის ცნობით, სოფლებში ქორეთსა და დუისში სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა. სპეცოპერაციის შედეგად ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულია 10-მდე პირი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა ან ხელმძღვანელობა) მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
უწყებაში ოფიციალური განცხადება ამ დროისათვის ჯერ არ გაკეთებულა.
ყველა ახალი ამბავი
0