საქართველოს პირველმა პირებმა მოსახლეობას კონსტიტუციის დღე მიულოცეს

© courtesy of Beka Andria Devnozashviliსაქართველოს პირველი კონსტიტუცია
საქართველოს პირველი კონსტიტუცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გამოწერა
დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავარი კანონი 1995 წლის 24 აგვისტოს, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მიიღო.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუციის დღე მიულოცეს.
დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავარი კანონი 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო. მაშინ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო.

„წელს ჩვენი ქვეყნის პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე აღინიშნება, რომელიც დღესაც კი თავისი ფასეულობებით ერთ-ერთ პროგრესულ კონსტიტუციადაა აღიარებული და გამოირჩევა თანამედროვეობის ძირითად კანონებს შორისაც კი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუცია ეყრდნობოდა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობასა და ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებს.
კონსტიტუცია, როგორც ეროვნული თანხმობის, ერთიანობისა და განვითარების დოკუმენტი, არა მხოლოდ ქვეყნის უზენაესი კანონი, ან უბრალოდ ნორმათა ერთობლიობაა, არამედ ის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამაერთიანებელი დოკუმენტია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კონსტიტუციას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზის გაგრძელება უწოდა, რომელიც ხალხმა ჯერ კიდევ 1921 წელს აირჩია.

„1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყანამ მიიღო ძირითადი კანონი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, პროგრესსა და ევროპულ ღირებულებებზე მყარად მდგარ სახელმწიფოს, რომელმაც ღირსეული ადგილი უნდა დაიმკვიდროს საერთო ევროპულ ოჯახში. ვულოცავ დღევანდელ დღეს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და გამთლიანებასა და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს მიიღეს. ეს ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი თარიღია.
საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებათა უმრავლესობა შევიდა 2004-2012 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, მათ შორის პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების და პარლამენტის როლის გაძლიერების კუთხით.
2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მიღებულ იქნა კონსტიტუციის განახლებული რედაქცია, რომლის თანახმად საქართველო გადავიდა საპარლამენტო მოდელზე, ხოლო პრეზიდენტი შეზღუდული უფლებამოსილების მქონე სიმბოლურ ფიგურად იქცა.
ყველა ახალი ამბავი
0