https://sputnik-georgia.com/20210824/registracia-profesiul-saganmanaTleblo-programebze-252657377.html
რამდენმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
რამდენმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
Sputnik საქართველო
სამინისტროს ინფორმაციით, წელს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 100%-ით გაიზარდა. 24.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-24T11:58+0400
2021-08-24T11:58+0400
2021-10-19T18:04+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
განათლება საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24432/60/244326048_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_576512e02e58eeae40b9fed8116f703c.jpg
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დასრულდა, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.წელს განაცხადი 19 ათასამდე აპლიკანტმა წარადგინა. მათ მომდევნო ეტაპზე კონკურსის გავლა მოუწევთ, რათა თანამედროვე სტანდარტების სასწავლებლებში შრომის ბაზარზე პოპულარულ პროფესიებს დაეუფლონ.სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაცული იქნება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და შეიქმნება უსაფრთხო გარემო პრაქტიკული და თეორიული სწავლებისთვის.2021 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები სტუდენტებს 100-ზე მეტი დასახელების პროგრამებზე მიიღებენ.სამინისტროს განცხადებით, შემუშავებულია პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის ახალი წესი, რომლის თანახმად, წელს პირველად ერთიანი მიღების ფარგლებში იქნება შესაძლებელი ჩარიცხვა არა მხოლოდ საჯარო, არამედ ყველა კერძო სასწავლო დაწესებულებაში.განცხადებაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით მაღალი აქტივობა შეინიშნება რეგიონებში. 2021 წელს გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობაც, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს პროფესიულ განათლებასთან ერთად სრული ზოგადი განათლებაც მიიღონ.2021 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა მხოლოდ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს მოუწევთ. რაც შეეხება სხვა პროგრამებზე მიღებას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, დამსაქმებლებთან ერთად თავად უზრუნველყოფენ სტუდენტთა შერჩევის პროცესის ორგანიზებას.
https://sputnik-georgia.com/20201209/unarebis-saagento-profganaTlebis-miRebis-msurvelTaTvis-250289930.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24432/60/244326048_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_499bdd3f21b954845a6d0239b7fb31f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველო
რამდენმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
11:58 24.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) სამინისტროს ინფორმაციით, წელს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 100%-ით გაიზარდა.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დასრულდა, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
წელს განაცხადი 19 ათასამდე აპლიკანტმა წარადგინა. მათ მომდევნო ეტაპზე კონკურსის გავლა მოუწევთ, რათა თანამედროვე სტანდარტების სასწავლებლებში შრომის ბაზარზე პოპულარულ პროფესიებს დაეუფლონ.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაცული იქნება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და შეიქმნება უსაფრთხო გარემო პრაქტიკული და თეორიული სწავლებისთვის.
2021 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები სტუდენტებს 100-ზე მეტი დასახელების პროგრამებზე მიიღებენ.
სამინისტროს განცხადებით, შემუშავებულია პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის ახალი წესი, რომლის თანახმად, წელს პირველად ერთიანი მიღების ფარგლებში იქნება შესაძლებელი ჩარიცხვა არა მხოლოდ საჯარო, არამედ ყველა კერძო სასწავლო დაწესებულებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით მაღალი აქტივობა შეინიშნება რეგიონებში. 2021 წელს გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობაც, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს პროფესიულ განათლებასთან ერთად სრული ზოგადი განათლებაც მიიღონ.
2021 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა მხოლოდ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს მოუწევთ. რაც შეეხება სხვა პროგრამებზე მიღებას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, დამსაქმებლებთან ერთად თავად უზრუნველყოფენ სტუდენტთა შერჩევის პროცესის ორგანიზებას.