https://sputnik-georgia.com/20210824/orsuli-acra-germaneli-eqimi-252657339.html
„აცრის შემდეგ დედამ მუცელში მყოფ შვილს ანტისხეულები გადასცა“ – ექიმი ფოტოს აქვეყნებს
„აცრის შემდეგ დედამ მუცელში მყოფ შვილს ანტისხეულები გადასცა“ – ექიმი ფოტოს აქვეყნებს
Sputnik საქართველო
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 213 მილიონს გადააჭარბა. გერმანიაში მყოფი ქართველი ექიმი ფოტოს აქვეყნებს. 24.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-24T11:44+0400
2021-08-24T11:44+0400
2021-10-19T18:04+0400
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23942/78/239427801_0:43:1920:1123_1920x0_80_0_0_3df38eb1c57a6a7385fa6e2975ccdb2e.jpg
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი ერთ-ერთი უცხოური სამშობიარო კლინიკის პოსტს იზიარებს, სადაც ახალშობილი ბიჭუნა კოვიდსაწინააღმდეგო ანტისხეულების ტესტთან ერთად არის ფოტოზე აღბეჭდილი.ექიმის თქმით, ბიჭუნას დედა ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში აიცრა. ვაქცინა არ გადის ტრანსპლაცენტარულ ბარიერს, მაგრამ ანტისხეულები გადიან და, ფაქტობრივად, დედამ მას საკუთარი იმუნიტეტი გაუზიარა, რასაც ანტისხეულების ტესტიც მოწმობს.მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 213 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.ამავე სტატისტიკის თანახმად, COVID-19-ს დღემდე მსოფლიოში 4,4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 190 მილიონს აჭარბებს.მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების აქტიური შემთხვევები 18 მილიონს უახლოვდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 38,8 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული აშშ-ში, მეორე ადგილზეა ინდოეთი 32,4 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23942/78/239427801_213:0:1920:1280_1920x0_80_0_0_b7242dd7b4fbed01aba292222bf008e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო
„აცრის შემდეგ დედამ მუცელში მყოფ შვილს ანტისხეულები გადასცა“ – ექიმი ფოტოს აქვეყნებს
11:44 24.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 213 მილიონს გადააჭარბა. გერმანიაში მყოფი ქართველი ექიმი ფოტოს აქვეყნებს.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი ერთ-ერთი უცხოური სამშობიარო კლინიკის პოსტს იზიარებს, სადაც ახალშობილი ბიჭუნა კოვიდსაწინააღმდეგო ანტისხეულების ტესტთან ერთად არის ფოტოზე აღბეჭდილი.
ექიმის თქმით, ბიჭუნას დედა ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში აიცრა. ვაქცინა არ გადის ტრანსპლაცენტარულ ბარიერს, მაგრამ ანტისხეულები გადიან და, ფაქტობრივად, დედამ მას საკუთარი იმუნიტეტი გაუზიარა, რასაც ანტისხეულების ტესტიც მოწმობს.
„დედის ვაქცინაციის შედეგად დედის ორგანიზმში წარმოქმნილი ანტისხეულები გადადიან ბავშვის ორგანიზმში და მასაც იცავენ SARS-CoV-2-ინფექციისგან. კოლეგებო, განსაკუთრებით მეან-გინეკოლოგებო, ურჩიეთ ორსულებს ვაქცინაცია, თქვენ ორი ადამიანის სიცოცხლე გაბარიათ და თითოეული თქვენი რჩევით ორივეზე აგებთ პასუხს“, – წერს თამარ ჟამურაშვილი.
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 213 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, COVID-19-ს დღემდე მსოფლიოში 4,4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 190 მილიონს აჭარბებს.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების აქტიური შემთხვევები 18 მილიონს უახლოვდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 38,8 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული აშშ-ში, მეორე ადგილზეა ინდოეთი 32,4 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.