ბაიდენმა NBA-ს ქალი-ჩემპიონების წინაშე დაიჩოქა – ვიდეო თეთრი სახლიდან

გამოწერა
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში NBA-ს ქალთა გუნდს უმასპინძლა.
ჩემპიონი გუნდის „სიეტლ შტორმის“ წინაშე პრეზიდენტმა მუხლი მოიყარა და ისე გადაიღო ფოტო პრესისთვის. ამ დროს მას ხელში ეჭირა მაისური 46 ნომრითა (ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტია) და თავისი გვარით.
დაჩოქების ტრადიცია მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ დამკვიდრდა. სპორტული ღონისძიებების დაწყების წინ ზოგი სპორტსმენი მუხლს იყრის ხოლმე მოძრაობა Black Lives Matter-ის აქციის ფარგლებში.
ყველა ახალი ამბავი
0