მარიამობასთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

© Pixabay / MarcelloRabozziციხე
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გამოწერა
პენიტენციურ დაწესებულებებში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღება ორი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება იწყება, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
  • უწყებაში აცხადებენ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 26 და 27 აგვისტოს 09:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველა დაწესებულებაში ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას კანონით განსაზღვრული წესით უზრუნველყოფს.
მიძინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა, ანუ მარიამობა ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული დღესასწაულია, რომელიც სახელმწიფოში 28 აგვისტოს ოფიციალურად აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0