მაქსიმე ჩარკვიანი იუბილარია – ნახეთ როგორ ულოცავს დაბადების დღეს ბაბუა

© Photo: Maks Charkviani / FBმაქსიმე ჩარკვიანი
მაქსიმე ჩარკვიანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გამოწერა
ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის უფ­რო­სი ვაჟი მაქ­სი­მე ჩარ­კვი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს, თუმ­ცა ქარ­თველ გო­გო­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.
ცნობილი მუსიკოსის და მწერლის ირაკლი ჩარკვიანის ვაჟი მაქსიმე ჩარკვიანი იუბილარია. მისმა ბაბუამ, დიპლომატმა და მწერალმა გელა ჩარკვიანმა შვილიშვილს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაბადების დღე მიულოცა და წიგნიდან „ნაგერალა“ შვილიშვილის შესახებ დაწერილი ამონარიდი გამოაქვეყნა.
გელა ჩარკვიანი იხსენებს, რომ როცა 1986 წლის აგვისტოში მოსკოვში გაჩნდა მისი პირველი შვილიშვილი, მისმა რუსმა ბაბუამ ვიქტორმა დაურეკა და უთხრა, ახლა ასეთი სიტუაციაა – ბიჭს მამა ქართველი ჰყავს, დედა – რუსი, გვარი ქართული აქვს, ჩარკვიანია და იქნებ სახელი მაინც დავარქვათ რუსულიო და არჩევანი სახელ მაქსიმეზე შეაჩერეს.
საზოგადოებამ მაქსიმე ირაკლი ჩარკვიანის ერთ-ერთი ვიდეოკლიპიდან გაიცნო. წლების წინ მისი ეკრანზე ერთხელ გამოჩენა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამ ბიჭზე მთელი ქალაქი ალაპარაკებულიყო.
„მეფე“ ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის უფ­რო­სი ვაჟი მაქ­სი­მე ჩარ­კვი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს, თუმ­ცა ქარ­თველ გო­გო­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. 35 წლის მაქ­სი­მე თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად ახერ­ხებს ჩა­მოს­ვლას.
როგორც ინტერვიუებში ამბობს, მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს, წერს სცენარებს, ზოგჯერ რეჟისორობაც უწევს და კლი­პებ­სა და რეკ­ლა­მებ­ზე მუშაობს. თბი­ლის­ში წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩა­მო­დი­ს, ზოგ­ჯერ უფრო ხში­რად, გა­აჩ­ნია, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რო­გორ აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0