https://sputnik-georgia.com/20210824/gardaicvala-rolling-stones-is-legendaruli-drameri-carli-uotsi-258567935.html
გარდაიცვალა Rolling Stones-ის ლეგენდარული დრამერი ჩარლი უოტსი
გარდაიცვალა Rolling Stones-ის ლეგენდარული დრამერი ჩარლი უოტსი
Sputnik საქართველო
მანამდე აგვისტოს თვეში ცნობილი გახდა, რომ უოტსი გამოტოვებდა ჯგუფის ტურს შეერთებულ შტატებში 24.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-24T22:45+0400
2021-08-24T22:45+0400
2023-07-20T15:44+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/18/258565592_0:0:2697:1518_1920x0_80_0_0_a25d6e7b5359724a5a14db7de7e47897.jpg
თბილისი, 24 აგვისტო- Sputnik. ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფ Rolling Stones-ის დრამერი, ჩარლი უოტსი (Charlie Watts) 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება გამოცემა Irish Examiner შოუ-ინდუსტრიის წარმომადგენელზე, ბერნარდ დოერტიზე დაყრდნობით.მუსიკოსი, რომელსაც ივნისში 80 წელი შეუსრულდა, ჯგუფის წევრი 1963 წლიდან იყო.„დიდი მწუხარებით გვსურს განვაცხადოთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი საყვარელი ჩარლი უოტსი. ის დღეს მშვიდად აღესრულა ლონდონის საავადმყოფოში თავისი ოჯახის წევრების გარემოცვაში“, - ნათქვამია დოერტის განცხადებაში.მანამდე აგვისტოს თვეში გამოცხადდა, რომ უოტსი გამოტოვებდა ჯგუფის ტურს შეერთებულ შტატებში.ჯგუფმა 2021 წლის სექტემბერში უნდა განაახლოს ტური შეერთებულ შტატებში, რომელიც შარშან კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. უოტსს დროებით ჩაანაცვლებს მუსიკოსი სტივ ჯორდანი.2004 წელს ლონდონის მარსდენის სამეფო საავადმყოფოში ლეგენდარული დრამერი ყელის კიბოზე მკურნალობდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ჯგუფი შეუდგა მუშაობას თავის 22-ე სტუდიურ ალბომზე A Bigger Bang.Rolling Stones-ის ალბომების მთლიანი ტირაჟი 250 მილიონ ეგზემპლარს აჭარბებს. 200 მილიონი ფირფიტა აშშ-ში გაიყიდა. 1989 წელს ჯგუფმა დაიმკვიდრა თავისი ადგილი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, ხოლო 2004 წელს გამოცემა Rolling Stone-ის ვერსიით ყველა დროის 50 უდიდესი შემსრულებლის სიაში მეოთხე ადგილი დაიკავა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/18/258565592_572:0:2697:1594_1920x0_80_0_0_bd91092532f2f84d9a6d89629a69ceb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
გარდაიცვალა Rolling Stones-ის ლეგენდარული დრამერი ჩარლი უოტსი
22:45 24.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) მანამდე აგვისტოს თვეში ცნობილი გახდა, რომ უოტსი გამოტოვებდა ჯგუფის ტურს შეერთებულ შტატებში
თბილისი, 24 აგვისტო- Sputnik. ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფ Rolling Stones-ის დრამერი, ჩარლი უოტსი (Charlie Watts) 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება გამოცემა Irish Examiner შოუ-ინდუსტრიის წარმომადგენელზე, ბერნარდ დოერტიზე დაყრდნობით.
მუსიკოსი, რომელსაც ივნისში 80 წელი შეუსრულდა, ჯგუფის წევრი 1963 წლიდან იყო.
„დიდი მწუხარებით გვსურს განვაცხადოთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი საყვარელი ჩარლი უოტსი. ის დღეს მშვიდად აღესრულა ლონდონის საავადმყოფოში თავისი ოჯახის წევრების გარემოცვაში“, - ნათქვამია დოერტის განცხადებაში.
მანამდე აგვისტოს თვეში გამოცხადდა, რომ უოტსი გამოტოვებდა ჯგუფის ტურს შეერთებულ შტატებში.
ჯგუფმა 2021 წლის სექტემბერში უნდა განაახლოს ტური შეერთებულ შტატებში, რომელიც შარშან კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. უოტსს დროებით ჩაანაცვლებს მუსიკოსი სტივ ჯორდანი.
2004 წელს ლონდონის მარსდენის სამეფო საავადმყოფოში ლეგენდარული დრამერი ყელის კიბოზე მკურნალობდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ჯგუფი შეუდგა მუშაობას თავის 22-ე სტუდიურ ალბომზე A Bigger Bang.
Rolling Stones-ის ალბომების მთლიანი ტირაჟი 250 მილიონ ეგზემპლარს აჭარბებს. 200 მილიონი ფირფიტა აშშ-ში გაიყიდა. 1989 წელს ჯგუფმა დაიმკვიდრა თავისი ადგილი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, ხოლო 2004 წელს გამოცემა Rolling Stone-ის ვერსიით ყველა დროის 50 უდიდესი შემსრულებლის სიაში მეოთხე ადგილი დაიკავა.