https://sputnik-georgia.com/20210824/SARS-CoV-2-dazvervis-axali-angariSi-252658393.html
SARS-CoV-2-ის წარმოშობა: მზადაა აშშ-ის დაზვერვის ახალი ანგარიში
SARS-CoV-2-ის წარმოშობა: მზადაა აშშ-ის დაზვერვის ახალი ანგარიში
Sputnik საქართველო
თეთრი სახლის პრეს-მდივნის თქმით, დაზვერვის ანგარიში პრეზიდენტს დღეს გადაეცემა, ხოლო საჯარო ვერსია ფართო საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარედგინება. 24.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-24T11:51+0400
2021-08-24T11:51+0400
2023-07-20T15:44+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/17/252103627_0:209:2894:1837_1920x0_80_0_0_4691c9253eaea307526fe78b6ffccedb.jpg
თბილისი, 24 აგვისტო − Sputnik. აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ SARS-CoV-2-ის წარმოშობის დასადგენად ჩატარებული გამოძიების ანგარიში 24 აგვისტოს იქნება მზად და დღესვე გადაეცემა გასაცნობად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, განაცხადა ბრიფინგზე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ.მისი თქმით, აღნიშნული ანგარიშის საჯარო ვერსიას საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარუდგენენ.აღსანიშნავია, რომ მანამდე ტელეარხმა CNN-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკულ დაზვერვას, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის წარმოშობის დადგენაზე ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა, არ აქვს ერთიანი პოზიცია იმის შესახებ, ლაბორატორიაშია შემუშავებული ვირუსი თუ ბუნებრივი გზითაა ფორმირებული. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ახალ ანგარიშში „არაფერია განსაკუთრებული“.თუ გამოძიებას ხელს შეუშლის: აშშ ჩინეთს საერთაშორისო იზოლაციით ემუქრება>>პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს განაცხადა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს არ გააჩნიათ საკმარისი ინფორმაცია იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ დაიწყო ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელება – ინფიცირებულ ცხოველთან ადამიანის კონტაქტის გზით თუ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გაჟონვის შედეგად. ამერიკის ლიდერმა დაავალა სპეცსამსახურებს, შეესწავლათ ყველა არსებული მონაცემი და ახალი ანგარიში წარმოედგინათ 90 დღის შემდეგ.
https://sputnik-georgia.com/20210722/COVID-19-warmoSoba-CineTisTvis-janmos-gegma-miuRebelia-252387201.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/17/252103627_83:0:2812:2047_1920x0_80_0_0_df33fcc77070ccba8741fcdb05e5dd4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
SARS-CoV-2-ის წარმოშობა: მზადაა აშშ-ის დაზვერვის ახალი ანგარიში
11:51 24.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) თეთრი სახლის პრეს-მდივნის თქმით, დაზვერვის ანგარიში პრეზიდენტს დღეს გადაეცემა, ხოლო საჯარო ვერსია ფართო საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარედგინება.
თბილისი, 24 აგვისტო − Sputnik. აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ SARS-CoV-2-ის წარმოშობის დასადგენად ჩატარებული გამოძიების ანგარიში 24 აგვისტოს იქნება მზად და დღესვე გადაეცემა გასაცნობად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, განაცხადა ბრიფინგზე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ.
მისი თქმით, აღნიშნული ანგარიშის საჯარო ვერსიას საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარუდგენენ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ტელეარხმა CNN-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკულ დაზვერვას, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის წარმოშობის დადგენაზე ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა, არ აქვს ერთიანი პოზიცია იმის შესახებ, ლაბორატორიაშია შემუშავებული ვირუსი თუ ბუნებრივი გზითაა ფორმირებული. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ახალ ანგარიშში „არაფერია განსაკუთრებული“.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს განაცხადა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს არ გააჩნიათ საკმარისი ინფორმაცია იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ დაიწყო ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელება – ინფიცირებულ ცხოველთან ადამიანის კონტაქტის გზით თუ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გაჟონვის შედეგად. ამერიკის ლიდერმა დაავალა სპეცსამსახურებს, შეესწავლათ ყველა არსებული მონაცემი და ახალი ანგარიში წარმოედგინათ 90 დღის შემდეგ.