შორენა ბეგაშვილი შიშველ მამაკაცთან ერთად ესპანეთის პლაჟზე დააფიქსირეს – სკანდალური ფოტო

© Facebook / Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი უხერხულ სიტუაციაში გადაიღეს. ბეგაშვილთან ერთად ფოტოზე სრულიად შიშველი კაცია აღბეჭდილი.
დაახლოებით ერთი თვეა მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ესპანეთში შვილთან ერთად ისვენებს და სოციალურ ქსელებში აქტიურად აქვეყნებს დასვენების ამსახველ ფოტოებს. გასულ ზაფხულთან შედარებით, ბეგაშვილს საყვარელი მამაკაცი აღარ გამოუჩენია, თუმცა ერთ-ერთ ფოტოში ჩანს მის გვერდით მჯდომი მამაკაცის მხარი, რომელიც, დიდი ალბათობით, ე.წ. კანონიერ ქურდს ლაშა ბარათელს ეკუთვნის.
ბეგაშვილის ბოლო ფოტოებს ლოკაციად კოსტა ბრავა აქვს მითითებული. ცოტა ხნის წინ მსახიობმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მის ფონზე სრულიად შიშველი მამაკაცი დგას. როგორც ჩანს, შორენას მორიგი გლამურული ფოტოს გადაღება უნდოდა, თუმცა მოგვიანებით ფონზე კაცის უცნაური სითამამე დააფიქსირა. „როცა გგონია, რომ მაგარ ფოტოს იღებ“ – ასე დაასათაურა მოდელმა ფოტო.
მანამდე შრორენა ბარსელონაში ისვენებდა. როგორც ფოტოებში ჩანს, ის ხშირად სტუმრობდა ძვირადღირებულ რესტორნებსა და ღია კაფეებს. შორენა ბეგაშვილი ბარსელონაში რამდენიმე თვის წინაც იმყოფებოდა საყვარელ მამაკაცთან ერთად.
მისი ახალი პარტნიორი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელია. როგორც მსახიობი ირწმუნება, მან ცხოვრების მთავარი სიყვარული იპოვა. უკვე ორი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო, ისევე, როგორც მორიგი ახალი ურთიერთობა.
ყველა ახალი ამბავი
0