ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა: სამცხე-ჯავახეთში სტიქიამ პრობლემები შექმნა

© courtesy of Archil Khandamashviliსტიქია
სტიქია - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
სტიქიის გამო ასპინძა–ახალქალაქის გზაზე ქანები ჩამოიშალა, რამაც გზის ჩახერგვა გამოიწვია. ერთი საათის განმავლობაში გზა პარალიზებული იყო და ტრაილერებისა და ავტომანქანების კოლონები გავლას ვერ ახერხებდნენ.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კარმიდამოები დატბორა და ბოსტნეული გაანადგურა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ამას გარდა ძლიერმა ქარმა მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. აბონენტთა ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიისგან მიყენებული ზარალის შესწავლა უკვე დაწყებულია.
ყველა ახალი ამბავი
0