როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

© Sputnik / Viktor Kaminskyსაქართველოს მთები
საქართველოს მთები - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
სინოპტიკოსების ვარაუდით, ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა იწვიმოს, დედაქალაქში კი მომდევნო დღეები ძირითადად უნალექოდ ჩაივლის.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში საქართველოში დროგამოშვებით წვიმასა და თბილ ამინდს ვარაუდობენ, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
კვირის პროგნოზი: როგორი ამინდი იქნება თბილისში 23–29 აგვისტოს
სააგენტოს ცნობით, 23 და 24 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. 25-26 აგვისტოს შესაძლოა გაწვიმდეს მხოლოდ ცალკეულ რეგიონებში.
დედაქალაქში 23-24 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ხოლო 25-26 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. თბილისში ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოში მომდევნო დღეებში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი +32, +36 გრადუსადმე დათბება.
ყველა ახალი ამბავი
0