დაკარგული ათი წლის ბიჭის ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerსამძებრო სამუშაოები რიონზე
სამძებრო სამუშაოები რიონზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები არასრულწლოვანს სპეციალური აპარატურით ეძებდნენ, პროცესში ჩართული იყო დრონიც.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ორდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე რიონში დაკარგული ბავშვის ცხედარი იპოვეს, იუწყება ქართული მასმედია.
შემთხვევა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში საბანაოდ თანატოლებთან ერთად 21 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში შევიდა, რა დროსაც ისინი დინებამ გაიტაცა. ახლო მყოფმა მეთევზეებმა სამი მოზარდის გადარჩენა შეძლეს, მეოთხე დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებდნენ.
საძიებო ღონისძიებებში მყვინთავ-მაშველებთან ერთად ჩართული იყო სპეციალური ტექნიკა. ასევე მოწყობილი იყო სპეციალური შტაბი.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0