რა მექანიზმი მუშაობს გაყალბებული ტესტების წინააღმდეგ – სამინისტროს განმარტება

© photo: press-service of the Government of Georgia / FBეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ტესტის გაყალბების შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა აღნიშნული საკითხი სხვა უწყებების კომპეტენციაა.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოში გაყალბებული PCR-ტესტები და კოვიდ-პასპორტები დაფიქსირდა, მაგრამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენტური პასუხის გაცემა არ შეუძლია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განმარტებით, დოკუმენტაციის გაყალბების ერთეული შემთხვევები ქვეყანაში ნამდვილად ფიქსირდება, მაგრამ მსგავს ფაქტებს შესაბამისი უწყებები იძიებენ.
„მსგავსი ფაქტების გამოძიებით დაკავებული არიან სხვა უწყებები, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან ასეთი ფაქტების გამოვლენაში, შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება მათ კომპეტენციაშია“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
იმნაძე: შესაძლოა არსებული რეგულაციები გამკაცრდეს
ამავე საკითხზე განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამაც. მისი თქმით, პრობლემის გადასაჭრელად არსებობს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შემოსული თითოეული ვიზიტორი 72 საათის შემდეგ ვალდებულია PCR-ტესტი საქართველოშიც ჩაიტაროს.
„ამ პრობლემის უფრო გრძელვადიანი და მყარი გადაწყვეტა ევროკავშირის ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირება იქნება. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და ეს საკითხიც მალე გადაწყდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
5 ივლისიდან საქართველოში საჰაერო საზღვრის გადმოკვეთისას ვაქცინირებული პირები, ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, ვალდებული არიან თან იქონიონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური