https://sputnik-georgia.com/20210823/quTaisis-klinika-bomondSi-22-kovid-inficirebuli-bavSvia-moTavsebuli-252655534.html
ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ 22 კოვიდინფიცირებული ბავშვია მოთავსებული
ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ 22 კოვიდინფიცირებული ბავშვია მოთავსებული
Sputnik საქართველო
კლინიკაში აცხადებენ, რომ კოვიდპაციენტების მიმართვიანობა შარშანდელ მონაცემებთან შედარებით გაორმაგებულია, რის გამოც კლინიკას მომდევნო კვირიდან პედიატრიული... 23.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-23T22:19+0400
2021-08-23T22:19+0400
2021-10-19T18:04+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/18/250149107_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_6ff3ce1a5acf11d5627e23c9eafc56da.jpg
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრის ბავშვთა განყოფილებაში ამჟამად 22 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.როგორც კლინიკაში აცხადებენ, საუბარია ერთი თვიდან 12 წლის ასაკის ბავშვებზე. პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის ედიშერ ასათიანის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკას განსაკუთრებულად მძიმე პაციენტი არ ჰყავს, მაგრამ თავისუფალი ადგილები არ არის.„შარშანდელ შემოდგომა-ზამთართან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია მომართვიანობა და სიმძიმეც მომატებულია. ყველაზე მტკივნეული საკითხია ისაა რომ, არც ერთი ამ ბავშვის ოჯახის წევრი აცრილი არ არის“, - განაცხადა ედიშერ ასათიანმა.მისივე თქმით, კლინიკაში 135 საწოლი შევსებული აქვთ კოვიდპაციენტებს, საიდანაც 20 საწოლი პედიატრიულია. გაზრდილი მიმართვიანობიდან გამომდინარე კი მომდევნო კვირიდან კლინიკას კიდევ 20 პედიატრიული საწოლი დაემატება.კლინიკის განცხადებით, 1აგვისტოდან დღემდე განყოფილებამ 62 კოვიდდადებითი ბავშვი მიიღო. კლინიკაში დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გადაყვანილი პაციენტები მკურნალობენ.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.ქუთაისში კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა >>საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.354-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 517 ათასს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 6.831-ს მიაღწია.
https://sputnik-georgia.com/20210818/koronavirusma-Svidi-Tvis-orsuli-imsxverpla-252612568.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/18/250149107_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_04468b47f20aa32f6368952f45303693.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ 22 კოვიდინფიცირებული ბავშვია მოთავსებული
22:19 23.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) კლინიკაში აცხადებენ, რომ კოვიდპაციენტების მიმართვიანობა შარშანდელ მონაცემებთან შედარებით გაორმაგებულია, რის გამოც კლინიკას მომდევნო კვირიდან პედიატრიული საწოლები უნდა დაემატოს.
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრის ბავშვთა განყოფილებაში ამჟამად 22 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, საუბარია ერთი თვიდან 12 წლის ასაკის ბავშვებზე. პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის ედიშერ ასათიანის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკას განსაკუთრებულად მძიმე პაციენტი არ ჰყავს, მაგრამ თავისუფალი ადგილები არ არის.
„შარშანდელ შემოდგომა-ზამთართან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია მომართვიანობა და სიმძიმეც მომატებულია. ყველაზე მტკივნეული საკითხია ისაა რომ, არც ერთი ამ ბავშვის ოჯახის წევრი აცრილი არ არის“, - განაცხადა ედიშერ ასათიანმა.
მისივე თქმით, კლინიკაში 135 საწოლი შევსებული აქვთ კოვიდპაციენტებს, საიდანაც 20 საწოლი პედიატრიულია. გაზრდილი მიმართვიანობიდან გამომდინარე კი მომდევნო კვირიდან კლინიკას კიდევ 20 პედიატრიული საწოლი დაემატება.
კლინიკის განცხადებით, 1აგვისტოდან დღემდე განყოფილებამ 62 კოვიდდადებითი ბავშვი მიიღო. კლინიკაში დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გადაყვანილი პაციენტები მკურნალობენ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.354-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 517 ათასს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 6.831-ს მიაღწია.