ნინუცა მაყაშვილმა ახალი იმიჯი მოირგო – ნახეთ ტელეწამყვანის ცვლილება

© Photo: Ninutsa Makashvili / FBნინუცა მაყაშვილი
ნინუცა მაყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
მაყაშვილების ოჯახი ყოველთვის აქტუალურია. მსახიობი დების მიმართ ინტერესის ტალღა არ ცხრება. ნახეთ ნინუცა მაყაშვილი ახალი იმიჯით.
ნინუცა მაყაშვილი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც იმიჯი რადიკალურად აქვს შეცვლილი. მან ჟღალი ფერის ტონალობის არჩევა გადაწყვიტა და ერთ-ერთ სილამაზის სალონს მიმართა, სადაც მას ასეთი თმის ფერი შეურჩიეს. ნინუცამ მუქი ფერის თმიდან არჩევანი ღიაზე შეაჩერა და, შეიძლება ითქვას, ახალი ტონალობა ძალიან მოიხდინა. მის იმიჯს სოციალურ ქსელში კარგი გამოხმაურება მოჰყვა.
ცნობილი ოჯახის წარომადგენელი ცოტა ხნის წინ პირველად ალაპარაკდა ყოფილი მეუღლისგან, მსახიობ ბესო ზანგურისგან ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე, რის გამოც მისი ოჯახი დაინგრა. თავად ზანგური ნინუცას ბრალდებებს უარყოფს და მას გამოგონილს უწოდებს.
რუსკასთან შედარებით ნინუცამ პირადი ცხოვრება ჯერ ვერ ააწყო. თუმცა, ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი ფარ-ხმალს არ ყრის და მოტივირებული უბრუნდება ეკრანს. ნინუცა ადრეულ ასაკში დაოჯახდა. არტისტი 19 წლის იყო და ამ ნაბიჯს ახლა ძალიან ნანობს.
რუსკას და ნინუცას დედა თამარ მაყაშვილი თავადაც 17 წლის იყო, როდესაც ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე ნაადრევად იქორწინა. მალე ორი გოგონა გაუჩნდათ და პრობლემებიც დაიწყო. წყვილმა ერთად სულ 5 წელი იცხოვრა. ურთიერთობა მაშინ აირია, როდესაც გოგონების მამამ ხატვა დაიწყო და ამ ყველაფერს ფინანსური პრობლემები მოჰყვა. წლების შემდეგ ნინუცამ და რუსკამ გვარი გააზრებულად შეიცვალეს. მათ ბიძა ზრდიდა და პატრონობდა, რამაც განაპირობა ცხვედიანიდან მაყაშვილის გვარზე გადასვლა.
ყველა ახალი ამბავი
0