ნავთობის მსოფლიო ფასი სწრაფად იზრდება

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშინავთობსაქაჩი
ნავთობსაქაჩი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
ნავთობის გაძვირებას ხელს უწყობს დოლარის გაუფასურება, რაც სხვა ვალუტის მფლობელი ინვესტორებისთვის ნედლეულს უფრო ხელმისაწვდომს ხდის
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. ნავთობის მსოფლიო ფასებმა ორშაბათის საღამოს ზრდა 5%-მდე დააჩქარა. ამაზე ვაჭრობის მონაცემები მიუთითებს. იუწყება РИА Новости.
საღამოს 18:21 საათის (თბილისის დროით) მდგომარეობით, Brent-ის მარკის ნავთობზე ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 4,83%-ით გაიზარდა და 67,89 დოლარს მიაღწია ბარელზე. WTI-ს სექტემბრის ფიუჩერსების ფასმა 5%-ით მოიმატა და ბარელზე 65,22 შეადგინა. ხოლო ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი 4,71%-ით გაიზარდა და ერთი ბარელის ღირებულებამ 68,21 დოლარი შეადგინა.
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
საავტომობილო საწვავის უმეტესი ნაწილი საქართველოში ხუთ იმპორტიორს შემოაქვს
ნავთობის ფასების ზრდას ხელს უწყობს დოლარის გაუფასურება, რაც სხვა ვალუტის მფლობელი ინვესტორებისთვის ამ ნედლეულს უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
გასულ კვირაში მსოფლიო ბაზრებზე აქტიური ვაჭრობა შეინიშნებოდა, შედეგად ნავთობი 7-9%-ით გაიაფდა – ეს ოქტომბრის შემდეგ ფასის საგრძნობი შემცირებაა. დაეცა ასევე სპილენძის ფასი – 5,8%-ით, APAC-ის (აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები) საფონდო ბირჟები ერთ კვირაში 5,8%-ით შემცირდა, ევროპისა – თითქმის 1-4%-ით, აშშ-ისა – დაახლოებით 0,5-1%-ით.
ინვესტორები კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელებამ შეაშფოთა, რაც ზრდის შიშს საკარანტინო ზომების შესაძლო გამკაცრებასთან და ეკონომიკისა და მოთხოვნილების აღდგენის პერსპექტივასთან დაკავშირებით. ორშაბათს კოტირებები და ინდექსები უკვე ზრდას აჩვენებს: სპილენძი 2%-ით ძვირდება, აზიის ბირჟები კი 2,3%-ით გაიზარდა, ევროპისა 1%-ის ფარგლებში იმატებს.
ყველა ახალი ამბავი
0