ნატო გელაშვილის ვაჟმა შეყვარებულს ხელი იახტაზე სთხოვა – კომპოზიტორი ვიდეოებს აქვეყნებს

© courtesy of Giorgi Chokhonelidzeნატო გელაშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები
ნატო გელაშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
ნატო გელაშვილმა ახალი სტატუსი შეიძინა, ის უკვე სადედამთილოა. თურქეთში მყოფმა ძმებმა „ჭოხოებმა” დედას სიურპრიზი მოუწყვეს.
ნატო გელაშვილი მალე დედამთილი გახდება. ცნობილი კომპოზიტორი აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც ჩანს, როგორ სთხოვს ხელს მისი ვაჟი გიორგი ჭოხონელიძე თურქეთში მოგზაურობისას, რომანტიკულ გარემოში, იახტაზე საცოლეს ანეტა ნიკურაძეს.
 
ირკვევა, რომ ანეტას კონსერვატორია აქვს დამთავრებული, პიანისტია და წყვილი უკვე ერთი წელია რაც ერთმანეთს ხვდება.
კომპოზიტორ ნატო გელაშვილს ორი ვაჟი ჰყავს. გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი წელია და, როგორც თავად ამბობენ, ისინი ტყუპებივით გაიზარდნენ. ორივე მათგანი კარგი მუსიკალური მონაცემებით გამოირჩევა.
ყველა ახალი ამბავი
0