კატასტროფული წყალდიდობა ტენესიში: არიან დაღუპულები და უგზო-უკვლოდ დაკარგულები

გამოწერა
ტენესის შტატში გასული კვირის პარასკევს დაიწყო ძლიერი წვიმები, რასაც მასშტაბური წყალდიდობა მოჰყვა. იხილეთ დრონით გადაღებული კადრები უბედურების ზონიდან.
წყალდიდობის შედეგად ტენესის შტატში, ამ დროის მონაცემებით, 21 კაცია დაღუპული, ხოლო 50-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ნებისმიერი დახმარების გასაწევად მზადაა.
ყველა ახალი ამბავი
0