„არასოდეს გაუშვა...“ – ნუკი კოშკელიშვილის ქმარი საქორწინო ბეჭდის გარეშე ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
ნუკი კოშკელიშვილის ცნობილმა ქმარმა, ექიმმა ბენჯი ხაიმმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს გული აუჩუყა. ნახეთ ბენჯის რომანტიკული განცხადება.
ტელეწამყვანისა და მსახიობის ნუკი კოშკელიშვილის მეუღლე ბენჯამენ ხაიმი სოციალურ ქსელში საკუთარი ხელის ფოტოს აქვეყნებს, როდესაც საქორწინო ბეჭედი არ უკეთია და წერს, რომ ამ მომენტში დაინახა როგორი ცარიელი იქნებოდა მისი ცხოვრება იმ ქალის გარეშე, რომელიც უყვარს.
View this post on Instagram

A post shared by Benji Chaim (@benjichaim)

სტატუსში აშკარად ჩანს, რომ ბენჯიმ ჯერ ქართული არ იცის და, სავარაუდოდ, გუგლის თარგმანს იშველიებს, თუმცა ასევე ძალიან კარგად ჩანს მისი განწყობა მეუღლის მიმართ. ფოტოს ნუკი კოშკელიშვილი ასე პასუხობს: „მიყვარხარ ძალიან!“
პანდემიის დროს ნუკი შვილთან ერთად საქართველოში ჩარჩა და მეუღლე ერთი წლის განმავლობაში არ ჰყავდა ნანახი, რადგან მისი ექიმი ქმარი ამერიკაში კოვიდ-პაციენტებს მკურნალობდა.
View this post on Instagram

A post shared by Benji Chaim (@benjichaim)

მსახიობი ვაჟთან ერთად ამჟამად საქართველოში ისვენებს. მან ქმარი ამერიკაში დატოვა და ახლა მეუღლის მის გვერდში ყოფნას ნატრობს. პოპულარულმა „ინფლუენსერმა“ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო და ახლა თავს კომფორტულად გრძნობს.
View this post on Instagram

A post shared by Benji Chaim (@benjichaim)

ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ეს გადაწყვეტილება მან სპონტანურად მიიღო და იხსენებს, რომ წესიერად არც კი იცოდა ვისთან ჩადიოდა ამერიკაში. გარისკა და ძალიან გაუმართლა, რომ პირველ პარტნიორთან მტკივნეული დაშორების შემდეგ ბენჯის შეხვდა. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა პატარა ოლივერს ქართული ასწავლა.
ყველა ახალი ამბავი
0