https://sputnik-georgia.com/20210822/samxedro-eqimebma-siRnaRis-municipalitetSi-koronavirusis-sawinaaRmdego-vaqcinacia-Caatares-252643716.html
სამხედრო ექიმებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაატარეს
სამხედრო ექიმებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაატარეს
Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები უზრუნველყოფენ იმ მოქალაქეების აცრას, რომლებიც არსებული ვაქცინაციის პუნქტებით სარგებლობას ვერ... 22.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-22T14:30+0400
2021-08-22T14:30+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/06/252518161_0:202:1944:1296_1920x0_80_0_0_b244f8a571fe5a3b68932bd076bcd89a.jpg
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოქალაქეების ვაქცინაციის მიზნით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მაღაროსა და ბოდბეში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, სამხედრო ექიმები იმუნიზაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართული და მოქალაქეთა ვაქცინაციას საცხოვრებელ ადგილზე უზრუნველყოფენ.სამხედრო ექიმები მაღაროსა და ბოდბეში მოსახლეობას შეხვდნენ და ვაქცინაციის პროცესის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.„აღნიშნულ სოფლებში იმუნიზაციის პროცესის მიმართ მოსახლეობამ დიდი ინტერესი და მაღალი აქტიურობა გამოიჩინა. მოქალაქეთა გაზრდილი მიმართვიანობის გამო, სამხედრო ექიმთა ჯგუფი აღნიშნულ სოფლებში უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ჩავა“, - აღნიშნულია განცხადებაში.ასევე, უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო პერსონალი აცრილ მოქალაქეებს ვაქცინის მეორე დოზით ასაცრელად, პროტოკოლით გათვალისწინებულ დროს შეხვდება.სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები ვაქცინაციის პროცესის განხორციელების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად შეიქმნა.22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 962.165 აცრა ჩატარდა, მათგან სრულად ვაქცინირებულია 286.187 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10%-ს შეადგენს.
https://sputnik-georgia.com/20210822/sagangaSo-statistika-saqarTvelo-inficirebulTa-da-sikvdilianobis-ricxviT-pirvel-sameulSia-252643707.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/06/252518161_108:211:1555:1296_1920x0_80_0_0_43b5e2b519dcf02e31adc57f809bcae5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
სამხედრო ექიმებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაატარეს
14:30 22.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები უზრუნველყოფენ იმ მოქალაქეების აცრას, რომლებიც არსებული ვაქცინაციის პუნქტებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოქალაქეების ვაქცინაციის მიზნით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მაღაროსა და ბოდბეში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამხედრო ექიმები იმუნიზაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართული და მოქალაქეთა ვაქცინაციას საცხოვრებელ ადგილზე უზრუნველყოფენ.
სამხედრო ექიმები მაღაროსა და ბოდბეში მოსახლეობას შეხვდნენ და ვაქცინაციის პროცესის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.
„აღნიშნულ სოფლებში იმუნიზაციის პროცესის მიმართ მოსახლეობამ დიდი ინტერესი და მაღალი აქტიურობა გამოიჩინა. მოქალაქეთა გაზრდილი მიმართვიანობის გამო, სამხედრო ექიმთა ჯგუფი აღნიშნულ სოფლებში უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ჩავა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე, უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო პერსონალი აცრილ მოქალაქეებს ვაქცინის მეორე დოზით ასაცრელად, პროტოკოლით გათვალისწინებულ დროს შეხვდება.
სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები ვაქცინაციის პროცესის განხორციელების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად შეიქმნა.
22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 962.165 აცრა ჩატარდა, მათგან სრულად ვაქცინირებულია 286.187 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10%-ს შეადგენს.