https://sputnik-georgia.com/20210822/nacmoZraobam-merobis-kandidatebis-meore-nawili-daasaxela-252647112.html
„ნაცმოძრაობამ“ მერობის კანდიდატების მეორე ნაწილი დაასახელა
„ნაცმოძრაობამ“ მერობის კანდიდატების მეორე ნაწილი დაასახელა
Sputnik საქართველო
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი კანდიდატების გარდა დაასახელა ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც მხარს დაუჭერს არჩევნებზე ქვეყნის ექვს... 22.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-22T23:49+0400
2021-08-22T23:49+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/01/252479369_0:206:2048:1365_1920x0_80_0_0_d0f7a5711b6f8b105f3044eb0f8ad853.jpg
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მერობის კანდიდატების მეორე ნაწილი წარადგინა.მერობის კანდიდატების პირველი ნაწილი - 28 ადამიანი - პარტიამ 15 აგვისტოს დაასახელა. გარდა ამისა, ენმ-ის კანდიდატად ფოთის მერის პოსტზე გიგი უგულავა წარადგინეს.კანდიდატები ენმ-ის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე დაასახელა.„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები რეგიონებში იქნებიან:ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს სხვა ოპოზიციური პარტიების შემდეგ კანდიდატებს:საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს. კანდიდატების ოფიციალური წარდგენა 8 სექტემბერს დასრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/01/252479369_165:315:1835:1365_1920x0_80_0_0_42d91e16356396d9eb9597d32f01b137.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
„ნაცმოძრაობამ“ მერობის კანდიდატების მეორე ნაწილი დაასახელა
23:49 22.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი კანდიდატების გარდა დაასახელა ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც მხარს დაუჭერს არჩევნებზე ქვეყნის ექვს მუნიციპალიტეტში
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მერობის კანდიდატების მეორე ნაწილი წარადგინა.
მერობის კანდიდატების პირველი ნაწილი - 28 ადამიანი - პარტიამ 15 აგვისტოს დაასახელა. გარდა ამისა, ენმ-ის კანდიდატად ფოთის მერის პოსტზე გიგი უგულავა წარადგინეს.
კანდიდატები ენმ-ის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე დაასახელა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები რეგიონებში იქნებიან:
- სენაკი - კობა ნაყოფია
- ოზურგეთი - ირაკლი ღლონტი
- ჩოხატაური - ნონა სიხარულიძე
- წალენჯიხა - გია ხარჩილავა
- ჩხოროწყუ - ბადრი ქარჩავა
- ონი - ვაჟა ცეცაძე
- ცაგერი - მადონა ბენდელიანი
- წყალტუბო - ზაზა მეტრეველი
- ტყიბული - ბესიკ ზოსიაშვილი
- ბაღდათი - გიორგი რობაქიძე
- ხარაგაული - დავით მაღლაფერიძე
- საჩხერე - ირინე გრძელიშვილი
- ახალციხე - დავით ბალიაშვილი
- ახალქალაქი - მელიქ რაისიანი
- ნინოწმინდა - ავაკ ბდოიანი
- ბორჯომი - გივი ჯოლბორდი
- დუშეთი - ლევან კირკველიშვილი
- თიანეთი - ილია არჩემაშვილი
- ყაზბეგი - იმედა შიოლაშვილი
- მარნეული - ელდარ მუსტაფაევი
- ბოლნისი - ვახტანგ ჩაგელიშვილი
- გარდაბანი - ბესიკ კახაბრიშვილი
- წალკა - რუსლან ხუციშვილი
- ყვარელი - ალექსანდრე მჭედლიშვილი
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს სხვა ოპოზიციური პარტიების შემდეგ კანდიდატებს:
- ზურაბ ჯაფარიძე - ლაგოდეხში
- ზურაბ ბუცხრიკიძეს - თერჯოლა
- ნოდარ ჩაჩანიძე - ჭიათურა
- ლია მუხაშავრია - ლანჩხუთი
- ზურაბ ჯიბუხაია - ხონი
- გეგი გულედანი - მესტია
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს. კანდიდატების ოფიციალური წარდგენა 8 სექტემბერს დასრულდება.