მდინარე რიონში მეორე დღეა რვა წლის ბიჭს ეძებენ

© press-service of the Emergency Management Service of Georgiaმაშველები რიონზე
მაშველები რიონზე - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2021
გამოწერა
მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები არასრულწლოვანს სპეციალური აპარატურით ეძებენ, პროცესში ჩართულია დრონიც.
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. მეორე დღეა მაშველები აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, მდინარე რიონში რვა წლის ბიჭს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში საბანაოდ თანატოლებთან ერთად გუშინ, დღის მეორე ნახევარში შევიდა, რა დროსაც ისინი დინებამ გაიტაცა. მეთევზეებმა სამი მოზარდის გადარჩენა შეძლეს, თუმცა მეოთხე დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.
მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2021
გრიგოლეთში მამაკაცი დაიხრჩო
საძიებო ღონისძიებებში მყვინთავ-მაშველებთან ერთად ჩართულია სპეციალური ტექნიკაც. მოწყობილია სპეციალური შტაბი და მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ადგილზე იმყოფებიან ასევე დაკარგული მოზარდის ოჯახის წევრები.
გადაუღებელი წვიმების გამო მდინარე ადიდებულია, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0