დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 აგვისტო

© Sputnik / Alexander Imedashviliალაზნის ველი
ალაზნის ველი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2021
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 22 აგვისტოა, კვირა. სავსემთვარეობა მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
ჯანსაღი კონსერვატიზმისა და ჩანაფიქრის მშვიდად რეალიზების დღეა. მოეირდეთ სპონტანურ მოქმედებებსა და კამათს. იმოქმედეთ ნელა და დაფიქრებით. სიყვარულში იდეალური დღეა მათთვის, ვინც დარწმუნებულია თავის გრძნობებში და არ ეშინია თქმის „მიყვარხარ“.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 აგვისტო>>
ვერძი: თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების სიო დაუბერავს – გაიგებთ საინტერესო სიახლეებს, შეიტყობთ ახალ მოვლენებზე ან დააწყობთ გეგმებს, რომლებიც ცხოვრებას გაგიმრავალფეროვნებთ. მარტოხელებს ვარსკვლავები რომანტიკულ ნაცნობობას გიწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოთხ კედელშუა არ იქნებით გამოკეტილი და თამამად შეხვდებით სიახლეებს.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ
კურო: ხართ გონებამოკრებილი, მიზანსწრაფული და საქმიანად განწყობილი. ნებისმიერ სფეროში დომინანტი პრაქტიკულობა და ამბიცია იქნება. ამ განწყობით შესანიშნავად გაუმკლავდებით ნებისმიერ საქმეს. ერთადერთი, რასაც დღეს უნდა მოერიდოთ, შემოქმედებაა, რადგან დღეს სასურველია, არ გაცდეთ ჩვეული საქმიანობის ფარგლებს, ხოლო ექსპერიმენტის ნებისმიერი მცდელობა ან დაგაზიანებს, ან უკეთეს შემთხვევაში, არაფერს მოგიტანთ.
ტყუპი: ურთიერთობებში ძალიან ფრთხილი უნდა იყოთ – არაა გამორიცხული გაუგებრობები და კონფლიქტები. რას იზამთ, ასეთი დღეა – აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც არ მოერიდებიან თავიანთი უკმაყოფილების გამოთქმას, თქვენს გაკრიტიკებას, რამეზე გამოდევნებას. თუ არ გინდათ კამათი და ჩხუბი, საუკეთესო ტაქტიკაა დიპლომატიურობის გამოჩენა და სიტუაციისგან თავის გარიდება.
კირჩხიბი: ყველანაირი შანსი გაქვთ, რომ სიტუაციის ბატონ–პატრონად იგრძნოთ თავი. ყველაფერს გააკონტროლებთ. ეს დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში, მაგრამ ხართ მოუთმენელი და ხისტი; ასევე არ გსურთ სხვისი მოსაზრებების მოსმენა და თუ შეატყობთ, რომ თქვენს გეგმას რამე საფრთხე ემუქრება, კონფლიქტზეკი წახვალთ. თუ არ გინდათ გარშემომყოფებთან ურთიერთობების გაფუჭება, უფრო მოქნილი უნდა იყოთ, მიზნების მისაღწევად ყოველთვის ყველა ხერხი არაა გამართლებული.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე ერთგული ნიშნები – ტოპ-სამეული
ლომი: ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღეს შესაძლოა შინაგანი სისუსტე და მერყეობა იგრძნოთ, საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ. ეს გრძნობა გაგიჩნდებათ, როდესაც საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდებით ან გადაწყვეტილების მიღება იქნება საჭირო, თუნდაც უბრალო ყოფით საკითხთან დაკავშირებით. ვარსკვლავები გირჩევენ, ან ნებისყოფით უნდა გაუმკლავდეთ ან ეჭვებს, ან ყველა საკითხზე ირგვლივ მყოფებს დაეკითხოთ რჩევა. რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტი სჯობს.
ქალწული: არ ღირს დღეს საკუთარი ინტუიციის ნდობა. სამწუხაროდ, მაღალია შანსი იმისა, რომ შინაგანი ხმა არასწორ გზას გიჩვენებთ და თუ მის კარნახს მიჰყვებით, მცდარ გზას დაადგებით. ვარსკვლავები გირჩევენ, არ ენდოთ ინტუიციას, არ დაეყრდნოთ იღბალს. დღეს ლოგიკით, ზუსტი გათვლებით უნდა იხელმძღვანელოთ, უნდა ჩაწვდეთ იმის არსს, რასაც აკეთებთ და მხოლოდ ასე მიიღებთ საჭირო შედეგს.
სასწორი: ვარსკვლავები გირჩევენ, დაისვენოთ, გაეცალოთ ქაოსსა და ორომტრიალს და საკუთარ თავს მიხედოთ. საქმის კეთება მაინც არ გამოგივათ ისე, როგორც საჭიროა, ამიტომ გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ეწვიეთ სალონს, წადით ფიტნესზე, შოპინგზე. ეს ახალი შთაბეჭდილებებითა და პოზიტივით, ენერგიით აგავსებთ. ამ დღის მთავარი რჩევაა – იყავით ცოტაოდენ ეგოისტი, დაახარჯეთ საკუთარ თავს ჩვეულებრივზე მეტი ფული, ეს ნამდვილად წაგადგებათ.
მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული
მორიელი: დღეს თქვენში საოცარი უნარი გააქტიურდება – შეგიძლიათ ნებისმიერი უთანხმოებისა და კონფლიქტის მოგვარება. ირგვლივ რომ საშინელი ჩხუბი ატყდეს, შეინარჩუნებთ ფხიზელ გონებას და დაპირისპირებულ მხარეებს შესაბამისი არგუმენტებით დააშოშმინებთ. გასაკვირი არცაა, რომ ირგვლივ მყოფებმა ხშირად მოგმართონ რჩევისთვის. გამოიყენეთ თქვენი დიპლომატიური ნიჭი, გამართეთ მოლაპარაკებები საქმეზე ან დაელაპარაკეთ საყვარელ ადამიანს გულწრფელად.
მშვილდოსანი: დღეს ჩვეულებრივზე მეტად გაგიჭირდებათ ორგანიზებულობა. დიდი ალბათობით, თქვენთვის უინტერესო საქმეებს სხვა, გაურკვეველი დროისთვის გადადებთ, თავად კი იმას გააკეთებთ, რაც გსურთ. თუ მაინც მოგიწევთ თქვენთვის არასასურველი რამის გაკეთება, უამრავი შეცდომის დაშვებაა მოსალოდნელი. ასე რომ, ერთადერთი გამოსავალია იმის გაკეთება, რაც გინდათ. კიდევ ერთი ვარიანტია – იპოვოთ რამე საინტერესო მარცვალი იმ საქმეში, რასაც იძულებით აკეთებთ.
თხის რქა: დღეს გაგიჩნდებათ სურვილი, რომ რამე სისტემის ნაწილი გახდეთ, მაგალითად, მოერგოთ სამუშაო გუნდს, შეიცვალოთ სამუშაო ადგილი, ჩაეწეროთ სასწავლო კურსებზე... და არც ქორწინებაზე იტყვით უარს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს მზად ხართ დაფიქრდეთ თქვენს ადგილზე ამ სამყაროში და დაიწყოთ მოქმედება. არ შეეწინააღმდეგოთ ამ მისწრაფებას, რადგან ამის წყალობით დროთა განმავლობაში სოციალურ ან კარიერულ წინსვლას მიაღწევთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2018
ზოდიაქოს ყველაზე პრაქტიკული და მიწიერი ნიშნები
მერწყული: დღეს თქვენ წინაშე შეიძლება რთული ამოცანა დადგეს და იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტთ მას, ბევრი რამაა დამოკიდებული. შესაძლოა, სწორედ დღეს გახდეს საჭირო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება რაღაც საკითხში ან ნაბიჯის გადადგმა, რომელიც თქვენს ცხოვრებას ახალ მიმართულებას მისცემს. ამგვარად, თქვენი გადაწყვეტილებები კარგად აწონილ–დაწონილი და მოფიქრებული უნდა იყოს, რადგან ამ არჩევნის შედეგი კიდევ დიდხანს შეგახსენებთ თავს.
თევზები: მოულოდნელი მოვლენები კალაპოტიდან ამოგაგდებთ და თუ ემოციებს აჰყვებით, მხოლოდ დაამძიმებთ ვითარებას. ბუზღუნითა და უკმაყოფილებით პრობლემის გადაჭრას ვერ შეძლებთ, ამიტომ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მოდუნება და ბედს მინდობა. თუ დინებას მიჰყვებით, უფრო მოიგებთ, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს შეეწინააღმდეგებით და უბრალო რამეზე გაბრაზდებით.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური