შრომის ინსპექციიამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორანი „სანსეტ ბათუმი“ დალუქა

© Sputnik / Alexander Imedashviliკაფე-ბარები ბათუმში
კაფე-ბარები ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2021
გამოწერა
საქართველოში ათ კაცზე მეტი პირის მონაწილეობით მასობრივი ღონისძიებები აკრძალულია. მათ შორის ეს ეხება ქორწილებს, ქელეხებსა და იუბილეებს.
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. შრომის ინსპექციის სამსახურმა წუხელ რესტორანი „სანსეტ ბათუმი“, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო დალუქა. ნათქვამია უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაში.
შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, ადგილზე ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, შრომის ინსპექციის მიერ ეს მესამე დალუქული ობიექტია. ჯამში, ერთ კვირაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 ობიექტი დაილუქა.
შრომის ინსპექციის სამსახური საზოგადოებას დაწესებული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გატარების შესახებ აფრთხილებს.
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შრომის ინსპექცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე უფლებამოსილია დაკეტოს სარიტუალო დარბაზი ან რესტორანი, ასევე აუკრძალოს მათ აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად განკუთვნილი აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება.
საქართველოში აიკრძალა ისეთი მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, სადაც ათ კაცზე მეტი მონაწილეობს. იგივე შეზღუდვა ეხება ქორწილებს, ქელეხებს და იუბილეებს.
შრომის ინსპექცია კვების ობიექტებს მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით აჯარიმებს, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი ილუქება.
 
ყველა ახალი ამბავი
0