https://sputnik-georgia.com/20210822/2024-wlamde-iZulebiT-gadaadgilebuli-ojaxebisTvis-8-aTasamde-bina-aSendeba-252643692.html
2024 წლამდე იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის 8 ათასამდე ბინა აშენდება
2024 წლამდე იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის 8 ათასამდე ბინა აშენდება
Sputnik საქართველო
ამჟამად საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 286,8 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული. ესაა 90 ათასზე მეტი ოჯახი. 22.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-22T13:29+0400
2021-08-22T13:29+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696686_0:0:3000:1696_1920x0_80_0_0_d5cd3dc34758faacf2d19c54cb374838.jpg
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება 2021 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში 8 ათასამდე ბინის აშენებას გეგმავს იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის და ამისათვის 709,8 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებაში.სააგენტოს მონაცემებით, ბინები აშენდება თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში.მშენებლობის დეტალები განიხილებოდა სამშენებლო კომპანიებთან, რომლებსაც სამინისტროს გეგმების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს და მათი წინადადებები მოისმინეს.ამჟამად საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 286,8 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული. ესაა 90 ათასზე მეტი ოჯახი. სახელმწიფო ეტაპობრივად უზრუნველყოფს მათ ბინებით, თუმცა ხალხს წლობით უწევს რიგში დგომა. თბილისში ცხოვრობს 37,8 ათასი იძულებით გადაადგილებული ოჯახი.ბინისა თუ სახლის მისაღებად იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი, რის შემდეგაც სააგენტო მათი მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებლის საჭიროების გათვალისწინებით დევნილებს 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს.ამის შემდეგ კომისია უშუალოდ ადგილზე სწავლობს თითოეული იძულებით გადაადგილებული პირის საკითხს.თავად ბინები ბარდება სრული რემონტით, მათ შორის დამონტაჟებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით სამზარეულოსა და სააბაზანოში, გაყვანილი ელექტროობით, კაფელით მოპირკეთებული სააბაზანოთი, იატაკზე დაგებული ლამინატით და ოთახებში შიდა კარებით.
https://sputnik-georgia.com/20210606/devnili-ojaxebi-axal-binebs-sam-qalaqSi-miiReben-251943020.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696686_0:0:3000:1886_1920x0_80_0_0_8fb1f136cbfbb2ec8d9173855a7fca2c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
2024 წლამდე იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის 8 ათასამდე ბინა აშენდება
13:29 22.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ამჟამად საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 286,8 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული. ესაა 90 ათასზე მეტი ოჯახი.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება 2021 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში 8 ათასამდე ბინის აშენებას გეგმავს იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის და ამისათვის 709,8 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს
განცხადებაში.
სააგენტოს მონაცემებით, ბინები აშენდება თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში.
მშენებლობის დეტალები განიხილებოდა სამშენებლო კომპანიებთან, რომლებსაც სამინისტროს გეგმების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს და მათი წინადადებები მოისმინეს.
ამჟამად საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 286,8 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული. ესაა 90 ათასზე მეტი ოჯახი. სახელმწიფო ეტაპობრივად უზრუნველყოფს მათ ბინებით, თუმცა ხალხს წლობით უწევს რიგში დგომა. თბილისში ცხოვრობს 37,8 ათასი იძულებით გადაადგილებული ოჯახი.
ბინისა თუ სახლის მისაღებად იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი, რის შემდეგაც სააგენტო მათი მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებლის საჭიროების გათვალისწინებით დევნილებს 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს.
ამის შემდეგ კომისია უშუალოდ ადგილზე სწავლობს თითოეული იძულებით გადაადგილებული პირის საკითხს.
თავად ბინები ბარდება სრული რემონტით, მათ შორის დამონტაჟებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით სამზარეულოსა და სააბაზანოში, გაყვანილი ელექტროობით, კაფელით მოპირკეთებული სააბაზანოთი, იატაკზე დაგებული ლამინატით და ოთახებში შიდა კარებით.