საეკლესიო კალენდარი: 21 აგვისტო

© courtesy of Gela Kokiashviliბოლნისის სიონის სამხრეთ-დასავლეთ ფასადი
ბოლნისის სიონის სამხრეთ-დასავლეთ ფასადი - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2021
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 აგვისტოს ღირსი ექვთიმეს, ემელიანე აღმსარებელისა, კვიზიკელი ეპისკოპოსის, წმიდა მირონ საკვირველთმოქმედის ღირსი გრიგოლი სინელის,მოწამეთა ელეფთერისა და ლეონიდეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში
ღირსი ექვთიმე – ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი
წმიდა ექვთიმეს საბა ნინოწმინდელის დავალებით დაუწერია წმიდა ნინოს საგალობლები: „ათორთა უდაბნოთა მაკურთხეველმან, ყოვლადსამღვდელომან, ნინოწმიდელ მიტროპოლიტმან საბა მიბრძანა მე ნათლისმცემლის მონასტრის არქიმანდრიტს უღირს ექვთიმის აღწერად მუჴლედნი „გიხაროდენ“ საქართველოს განმანათლებლისა, მოციქულთა სწორისა, დედისა ნინოსი“.
სოფელ ტყაჩირის წმ.კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
საეკლესიო კალენდარი: 20 აგვისტო
1797 წელს თბილისში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. მცხოვრებლები ტყეებსა და ხეობებში გაიხიზნენ. კლდის ნაპრალებიდან გამოსული უდაბნოს მოღვაწე ბერები მფარველ ანგელოზებად მოევლინენ ავადმყოფობისა და შიმშილისაგან ღონემიხდილ ხალხს: ეხმარებოდნენ, ემსახურებოდნენ და ნუგეშს სცემდნენ მათ. როგორც ბევრ სხვა სიკეთეს, ამ საქმესაც წმიდა ექვთიმე ხელმძღვანელობდა.
წმიდა ექვთიმე 1804 წელს აღესრულა მშვიდობით.
წმიდა ემელიანე აღმსარებელი, კვიზიკელი ეპისკოპოსი
წმიდა ემელიანე, კვიზიკელი ეპისკოპოსი, ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) დროს განაგებდა კვიზიკის საეპისკოპოსო კათედრას. უღმრთო ხელისუფალმა სხვა მღვდელმთავრებთან ერთად სასახლეში მოუხმო მას და ხატთაყვანისცემის წმინდა წესის უარყოფა მოსთხოვა. წმიდა ემილიანემ პირველმა მიუგო მტარვალს, რომ ხატთაყვანისმცემლობის საკითხი ეკლესიაში უნდა განიხილებოდეს, სასულიერო პირთა მიერ და არა მეფის სასახლეში. 815 წელს ნეტარი მღვდელმთავარი მართლმადიდებლობის აღსარებისთვის დაატუსაღეს და გადაასახლეს. 815-820 წლებში მას პყრობილებაში აღმოხდა სული.
ვარდები - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
საეკლესიო კალენდარი - 19 აგვისტო, ფერისცვალება
წმიდა მირონ საკვირველთმოქმედი, კრეტელი ეპისკოპოსი
წმიდა მირონ საკვირველთმოქმედი, კრეტელი ეპისკოპოსი კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ რაბკიაში დაიბადა. ახალგაზრდობაში იგი დაოჯახებული იყო და მიწათმოქმედებას მისდევდა; მუყაითი შრომით მოწეულ მოსავალს უხვად უნაწილებდა გლახაკებს, თვითონ კი სახლეულითურთ მხოლოდ აუცილებელს სჯერდებოდა. ერთხელ წმიდა მირონმა თავის კალოზე ქურდებს წაასწრო, მაგრამ კი არ განრისხებია მათ – მშვიდად მიეხმარა ბეჭებზე ტომრების შემოგდებაში. ასეთი სულგრძელობით ნეტარმა მძარცველები ისეთ სინანულში ჩააგდო, რომ მათ პატიოსანი ცხოვრება დაიწყეს. უფალმა პირმეტყველ ცხოვართა მწყემსად გამოარჩია თავისი სათნომყოფელი: იგი ჯერ მღვდლად აკურთხეს, შემდეგ კი ეპისკოპოსადაც იქნა ხელდასხმული. წმიდა მღვდელმთავარს დაუცხრომელი ღვაწლისათვის სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მან ჯვრის გადასახვით შეაჩერა ადიდებული მდინარე ტრიტონი. მღვდელმთავარმა მირონმა ასი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფალს, დაახლოებით 350 წელს.
ჯვარი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
საეკლესიო კალენდარი: 18 აგვისტო
ღირსი გრიგოლ სინელი
ღირსი გრიგოლ სინელი დაახლოებით 1268 წელს დაიბადა ზღვისპირა დაბა კლაზომენში (სხვა წყაროებით - კუკულში) ქალაქ სმირნის (მცირე აზია) მახლობლად, შეძლებულ ოჯახში. 1290 წელს აგარიანებმა იგი ტყვედ ჩაიგდეს და ლაოდიკიაში გაგზავნეს. როცა განთავისუფლდა, ღირსმა მამამ კუნძულ კვიპროსს მიაშურა, სადაც ბერად შედგა, შემდეგ სინას მთაზე გადავიდა სამოღვაწეოდ და დიდი სქიმა შეიმოსა. ნეტარი მზარეულისა და ხაბაზის მორჩილებას აღასრულებდა, მაგრამ, ამასთან, ხელოვანი კალიგრაფიც იყო, ბევრს კითხულობდა, საფუძვლიანად იცნობდა წმიდა წერილსა და მამათა შრომებს. მისი მკაცრი, ასკეტური ცხოვრება - მარხვა, ღამისთევები, ფსალმუნება, ლოცვა - ზოგს აოცებდა, სხვებს კი შურით აღავსებდა. ღირსმა გრიგოლმა დატოვა მონასტერი და იერუსალიმის წმიდა ადგილთა მოსალოცად გაეშურა. გარკვეული ხნის მანძილზე იგი კუნძულ კრეტაზე ცხოვრობდა. შემდეგ მან მოინახულა ათონის ყველა სავანე და ბერმონაზვნური მოღვაწეობის მრავალსაუკუნოვან სულიერ გამოცდილებასაც ეზიარა.
ეკლესია სოფელ კოთელიაში - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
საეკლესიო კალენდარი: 17 აგვისტო
წმიდა მამამ სულის სასარგებლო მრავალი ნაშრომი დაგვიტოვა. იგი ცნობილია აგრეთვე, როგორც შესანიშნავი საგალობლების ავტორი. უფლის სათნომყოფელი წმიდა მამა 1310 წელს (ზოგიერთი წყაროს ცნობით, 1346 წელს) მიიცვალა მაკედონიის მთებში, მის მიერვე დაფუძნებულ სავანეში.
წმიდა მოწამენი ელეფთერი და ლეონიდე
წმიდა მოწამენი ელეფთერი და ლეონიდე ჯერ ისევ ყმაწვილები იყვნენ, როცა ქრისტიანთა ერთ-ერთი დევნის დროს უსჯულოებმა შეიპყრეს და ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს.
 
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0