ქუთაისის „ტორპედო“ აუქციონზე იყიდება

© photo: FC Dinamo Tbilisi / FBსაქართველოს ჩემპიონატი. თბილისის „დინამო“ - ქუთსისის „ტორპედო“.
საქართველოს ჩემპიონატი. თბილისის „დინამო“ - ქუთსისის „ტორპედო“.  - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2021
გამოწერა
4 აგვისტოს გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა, რადგან პოტენციურ მყიდველებს მრავალრიცხოვანი პირობები არ აწყობთ
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ქუთაისის მუნიციპალიტეტი, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ 100%-იანი წილის მფლობელია, მას აუქციონზე მომდევნო კვირის ბოლომდე გაიტანს.
პირველად აუქციონი 2021 წლის 4 აგვისტოს დაიწყო და 19 აგვისტოს უშედეგოდ დასრულდა. ლოტის ღირებულებამ 567 ათასი ლარი შეადგინა.
ქუთაისის „ტორპედო“ - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2020
კორონავირუსმა ქუთაისის „ტორპედოს“ შტაბში შეაღწია
„პირველი არხის“ ინფორმაციით, აუქციონი ჩაიშალა, რადგან კლუბის მყიდველისადმი წაყენებული პირობების გამო მისი შეძენით არავინ დაინტერესებულა.
საქმე ისაა, რომ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა პოტენციურ ინვესტორს 15 მოთხოვნას უყენებს – კლუბის ყიდვის მსურველმა 2,47 მლნ ლარის ოდენობის დავალიანება უნდა გაისტუმროს.
ინვესტორი პასუხისმგებელია საფეხბურთო სკოლის მუშაობაზე და 200-მდე ბავშვზე გათვლილი საფეხბურთო აკადემიის და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირების გარანტია უნდა დადოს. ასევე ინვესტორს მოეთხოვება მინიმუმ ყოველწლიური 1 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია და შემოსავლის ალტერნატიული წყაროების მოძებნა.
პირობებს შორის იყო ასევე შემდეგი პუნქტი: იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“ დაფინანსება შეწყდება, კლუბის ბიუჯეტი მინიმუმ 4 მილიონი ლარი უნდა იყოს. გარდა ამისა, გუნდის ახალმა მფლობელმა ყოველწლიურად უნდა შეასრულოს UEFA-ს და ეროვნული ლიგის ლიცენზირების მოთხოვნები.
ქუთაისის ტორპედო - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2017
„ქუთაისის ტორპედო“ აუქციონზე გაიყიდა
კლუბის შეძენით, მაგრამ საკუთარი პირობებით, დაინტერესებულია კომპანია „ალიანს ჯგუფი“.
„იმის მაგივრად, რომ პოტენციური ინვესტორების დაინტერესება მომხდარიყო სხვადასხვა მიმზიდველი შეთავაზებით, კლუბის გასხვისების პირობები გაიწერა ბუნდოვნად და გამიზნულად თუ უნებლიედ რისკის შემცველ პერსპექტივებად. ამიტომაც, ლოგიკურად,  ბიზნესისათვის ეს აქტივი არ აღმოჩნდა საინტერესო და აუქციონი ჩაიშალა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა სასწრაფოდ შევიდეს „ტორპედოს“ მართვაში და განახორციელოს სოლიდური ინვესტიციები.
„ალიანს ჯგუფი“ სთავაზობს:
  • დავფარავთ მიმდინარე სახელფასო დავალიანებებს
  • დავფარავთ ძველი ინვესტორის დავალიანებებს
  • მომავალი 2 წლის განმავლობაში კლუბის ბიუჯეტისთვის გამოვყოფთ მინიმუმ $6 მილიონს
  • მუნიციპალიტეტი თავის თავზე აიღებს სხვა გაუგებარ არაღიარებულ, აღიარებულ თუ წარმოშობილ დავალიანებებს.
ამ შემთხვევაში ერთი სამუშაო კვირის განმავლობაში კომპანია მზად არის დაიწყოს კლუბის გადაფორმების და მართვის პროცესი.
ქუთაისის „ტორპედო“ მოპოვებული ჯილდოებით მხოლოდ თბილისის „დინამოს“ ჩამორჩება. კლუბს ოთხ-ოთხჯერ აქვს მოგებული საქართველოს ჩემპიონატი და საქართველოს თასი, ის ორჯერ გახდა ქვეყნის სუპერთასის მფლობელი.
2017 წლის ივნისში კლუბი აუქციონზე დაახლოებით 125 ათას დოლარად გაიყიდა. მფლობელი გახდა კომპანია International Soccer House. მანამდე კლუბის მფლობელი იყო ქუთაისის მერია, ხოლო 2010-2014 წლებში - კომპანია Wissol. 2019 წლის ზაფხულში გუნდს შეექმნა ფინანსური სირთულეები და ამიტომ გუნდი ძირითადი შემადგენლობის დიდმა ნაწილმა დატოვა.
ყველა ახალი ამბავი
0